ჰირლაცჰელე (გერმ. Hirlatzhöhle) — კარსტული მღვიმე ავსტრიაში. მდებარეობს დახშტაინის მთებში,[1] ჰირლაცის მთის ჩრდილოეთ კალთაზე, ჰალშტატის სიახლოვეს, ზღვის დონიდან დაახლოებით 870 მ სიმაღლეზე. საერთო სიგრძე 115,8 კმ, მაქსიმალური ცნობილი სიღრმე 1559 მ.[2] მსოფლიოში სიღრმით მღვიმეებს შორის მე-9 ადგილი უკავია. აქვს 6 შესასვლელი, რომელთაგან 3 სიფონია, ერთი შესასვლელი ძნელმისადგომი კლდიდანაა, რის გამოც მღვიმეს ერთი ძირითადი შესასვლელიდან იკვლევენ. აღმოაჩინეს 1949 წელს. 1971 წლიდან ბუნების ძეგლია.[3]

ჰირლაცჰელე
მღვიმე ჰირლაცჰელე
მღვიმე ჰირლაცჰელე
კოორდინატები: 47°32′42″ ჩ. გ. 13°37′56″ ა. გ. / 47.545194° ჩ. გ. 13.632389° ა. გ. / 47.545194; 13.632389
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
აბსოლუტური სიმაღლე 870 მ
სიგრძე 115,8 მ
სიღრმე 1559 მ
აღმოჩენის წელი 1949
შესასვლელთა რაოდენობა 6
ამგებელი ქანები კირქვა
ჰირლაცჰელე — ავსტრია
ჰირლაცჰელე

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება