ჰიპერიდი (დ. ძვ. წ. 390 – გ. ძვ. წ. 322) — ანტიკური ათენის მჭერმეტყველი. მისი ბიოგრაფიის შესახებ მწირი ცნობებია. ცნობილია რომ ის იყო გლაუსიპუსის ვაჟი, სწავლობდა ლოგოგრამას. ასევე მხარს უჭერდა დემოსთენეს ფილიპე II მაკედონელის წინააღმდეგ ბრძოლაში. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ ჰიპერიდი ხალხს მაკედონური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა. მიჩნეულია რომ სწორედ მისმა საჯარო გამოსვლებმა გამოიწვია ლამიის ომი. კრანონის ბრძოლის შემდეგ ჰიპერიდი და სხვა ორატორები მაკედონელთა მხარდამჭერმა ათენელებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. მის დამარხვამდე კი მისი სხეული პირადად ანტიპატრეს ანახეს.

ჰიპერიდის ბიუსტი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Whitehead, David (2000). Hypereides: The Forensic Speeches. Oxford University Press. ISBN 0-19-815218-3.
  • Herrman, Judson (ed., trans. comm.). Hyperides. Funeral oration. Oxford, Oxford University Press, 2009. xiv, 148 p. (American Philological Association. American Classical Studies, 53).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: