ჰიკიმაიუ (იაპონ. 引眉) — ბუნებრივი წარბების მოცილებისა და შუბლზე ნაცხის მსგავსი წარბების მოხატვის პრაქტიკა პრემოდერნულ იაპონიაში, განსაკუთრებით, ჰეიანის პერიოდში (794–1185).

მიკაკო ტოკუგავა, იოშინობუ ტოკუგავას ცოლი, ჰიკიმაიუთი

ჰიკი ნიშნავს „მოზიდვას“, მაიუ — „წარბებს“. არისტოკრატი ქალები წარბებს იცლიდნენ ან იპარსავდნენ და ახალს იხატავდნენ ფხვნილისებრი მელნით, სახელად ჰაიზუმი, რომელიც მზადდებოდა შირბახტის მურის ან რაფსის ზეთისგან.[1]