ჰიდროკარბოქსილი — არასტაბილური თავისუფალი რადიკალი, რომელიც მნიშვნელოვანია წვის პროცესში. რადიკალის ქიმიური ფორმულაა . ის წარმოიქმნება ჰიდროქსილის რადიკალის და ნახშირბადის მონოქსიდის ურთიერთქმედებით. წარმოქმნილი ჰიდროკარბოქსილი იშლება ნახშირბადის დიოქსიდად და ატომურ წყალბადად. ნახშირბადის დიოქსიდის დიდი ნაწილი დედამიწასა და მარსზე წარმოიქმნა ჰიდროკარბოქსილის მეშვეობით[2].

ჰიდროკარბოქსილი
ჰიდროკარბოქსილი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაჰიდროკარბოქსილი
ტრადიციული სახელწოდებაჰიდროკარბონილი
ქიმიური ფორმულაHOC*O
მოლური მასა45.0174 /მოლი
კლასიფიკაცია
CAS [1]&title= 2564-86-5[1]

თავდაპირველად წარმოქმნილი HOCO, რომელიც წარმოიქმნება OH და CO-სგან არის აგზნებულ მდგომარეობაში, ამიტომაც მას აქვს უნარი — ენერგია გადაიტანოს სხვა მოლეკულებზე, როგორებიცაა აზოტის (N2) ან სხვა ნახშორბადის მონოქსიდის (CO) მოლეკულა[3].

  1. Hydrocarboxyl radical.
  2. Team spots elusive intermediate compound in atmospheric chemistry (27 October 2016). ციტირების თარიღი: 28 October 2016.
  3. Borman, Stu (28 October 2016). „Long-sought atmospheric intermediate detected“. Chemical & Engineering News. 94 (43). ციტირების თარიღი: 30 October 2016.