ჰიდეკი კამია (იაპონ. 神谷 英樹 დ. 19 ნოემბერი, 1970?) — ვიდეო თამაშების დიზაინერი და რეჟისორი, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს კომპანია PlatinumGames-ში.[1] წარსულში კამია იყო Capcom და Clover Studio-ს თანამშრომელი. მან 2006 წელს Capcom-ის ყოფილ პერსონალათან ერთად დააარსა PlatinumGames.

ჰიდეკი კამია
დაბადების თარიღი 19 დეკემბერი, 1970 (1970-12-19) (54 წლის)
მაცუმოტო, ნაგანოს პრეფექტურა, იაპონია
ეროვნება იაპონელი
პროფესია ვიდეო თამაშების ინდუსტრია
საქმიანობა ეო თამაშების რეჟისორი და დიზაინერი
საიტი ოფიციალური ბლოგი

ჰიდეკის კარიერის განმავლობაში მონაწილეობა ქვს მიღებული ისეთი განთქმული პროექტების შექმნაში, როგორებიცაა „Resident Evil“, „Resident Evil 2“, „Devil May Cry“, „Bayonetta“ და სხვა. კამიას განცხადებით მისი შთაგონების წყაროდ იქცა The Legend of Zelda: A Link to the Past, ხოლო საყვარელი თამაშია „Castlevania“.[2]

2011 წელს საიტმა IGN ჰიდეკი კამიას სიაში „ვიდეო თამაშების ყველა დროის 100 უდიდესი შემქმნელი“ 56 ადგილი მიუჩინა.[3]

თამაშები

რედაქტირება
თამაში წელი გამომცემელი როლი
Arthur to Astaroth no Nazomakaimura: Incredible Toons 1996 Capcom დამგეგმავი
Resident Evil 1996 Capcom დამგეგმავი
Resident Evil 2 1998 Capcom რეჟისორი
Devil May Cry 2001 Capcom რეჟისორი
Resident Evil Zero 2002 Capcom ორიგინალი თამაშის დიზაინი
Viewtiful Joe 2003 Capcom რეჟისორი
Phoenix Wright: Ace Attorney: Trials and Tribulations 2004 Capcom გამოხმოვანებელი
Viewtiful Joe 2 2004 Capcom სიუჟეტი
Viewtiful Joe: Double Trouble! 2005 Capcom სიუჟეტი
Ōkami 2006 Capcom სიუჟეტი, რეჟისორი
Bayonetta 2009 Sega სიუჟეტი, რეჟისორი
The Wonderful 101 2013 Nintendo სიუჟეტი, რეჟისორი
Bayonetta 2[4] 2014 Nintendo ზედამხედველი, სიუჟეტი
Scalebound 2017 (გაუქმებული)[5] Microsoft Studios რეჟისორი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sinclair, Brendan. (14 თებერვალი, 2007) Clover vets reunite, form Seeds. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი, 2011. ციტირების თარიღი: 2009-12-21.
  2. Mielke, James. (18 აგვისტო, 2006) The Kamiya Touch: An Interview with Clover's Hideki Kamiya. 1UP.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12. ციტირების თარიღი: 2009-04-06.
  3. Hideki Kamiya. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-28. ციტირების თარიღი: 2011-09-18.
  4. Bayonetta 2-will be a Wii-exclusive published by Nintendo[მკვდარი ბმული]
  5. Goldfarb, Andrew. (9 იანვარი, 2017) Microsoft Confirms Scalebound is Cancelled. IGN.