ჰიდაიათ ჰეიდაროვი
ჰიდაიათ ჰეიდაროვი (დ. 27 ივლისი, 1997) — აზერბაიჯანელი ძიუდოისტი. ასპარეზობს -73კგ წონით კატეგორიაში. 2017 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. ამავე წელს ისლამური სოლიდარობის თამაშების ფინალში დაამარცხა თანამემამულე რუსტამ ორუჯევი. 2018 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ევროპული თამაშების ფარგლებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დაამარცხა ლაშა შავდათუაშვილი. 2018 და 2019 წლებში ორჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 27 ივლისი, 1997[1] (27 წლის) |
დაბ. ადგილი | ყარაღანდა |
სიმაღლე | 1,76 |
წონა | 73 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ჯილდოები | დიდების ორდენი |
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი -73 კგ წონით კატეგორიაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ Les-Sports.info