რუსტამ ორუჯოვი
რუსტამ ორუჯოვი (აზერ. Rüstəm Orucov; დ. 4 ოქტომბერი, 1991, უსტ-ილიმსკი, ირკუტსკის ოლქი) — აზერბაიჯანელი ძიუდოისტი. იგი ასპარეზობდა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში კაცთა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მეორე რაუნდში გიდეონ ვან ზულის დამარცხების შემდეგ, იგი მინსარ ისაევთან დამარცხდა.[1] 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიგო.[2]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
სრული სახელი | Rüstəm Fəzail oğlu Orucov |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
დაბ. თარიღი | 4 ოქტომბერი, 1991 |
დაბ. ადგილი | ირკუტსკი, სსრკ, საბჭოთა რუსეთი |
სიმაღლე | 179 სმ |
წონა | 73 კგ |
საიტი | rustamorujov.com |
სპორტი | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
სპორტი | ძიუდო |
ჯილდოები | 3rd degree "For Service to the Fatherland" order |
ბიოგრაფია
რედაქტირებარუსტამ ორუჯოვი დაიბადა 1991 წლის 4 ოქტომბერს, იკუტსკის ოლქის რაიონ უსტ-ილიმსკში, რუსეთში. შვიდი წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში ძიუდოში. 16 წლამდე ცხოვრობდა ირკუტსკის ოლქში. ახალგაზრდობაში მონაწლებას იღებდა სხვადასხვა ახალგაზრდულ შეძიბრებებში. ბაქოში გადასვლის შემდეგ რუსტავ ორუჯოვიმ ვარჯიში ცნობილ საბრძოლო ხელოვნებათა კლუბში, ატილა-ში (Attila) დაიწყო. ახალგაზრდულ დონეზე მას მოგებული აქვს ევრაზიის ჩემპიონატი, მაგრამ კონტინენტური ჩემპიონატის მოგება ვერ მოახერხა. მოგვიანებით, ორუჯოვმა უფროს დონეში ასპარეზობა დაიწყო; იგი თავიდან -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. რუსტამ ორუჯოვმა პირველ წარმატებას -73 კილოგრამ კონით კატეგორიაში შეჯიბრების შემდეგ მიაღწია.
2011 წლის ივნისში, სლოვენიის ქალაქ ცელიეში ჩატარებულ ევროპის თასზე ორუჯოვმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში გამართულ მსოფლიო თასზე (ბაქოში) მესამე ადგილი მოიპოვა. მსოფლიო თასზე მან პირველად იასპარეზა -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში. 2012 წლის თებერვალში,დუსედოლფში ჩატარებულ „გრანდ პრიქსზე“, ორუჯოვმა მეხუთე ადგილი დაიკავა. 2012 წლის მაისში ბაქოში ჩატარებული „გრან პრიქსი“ მან პირველი ადგილით დაასრულა.
2012 წლის ლონდონში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების 1/16-ში ორუჯოვმა სამხრეთ აფრიკელი გიდეონ ვა-ზული დაამარცხა, თუმცა მოგვიანებით ამავე ტურნირის შემდგომ ჩემპიონთან, რუს მანსურ ისაევთან დამარცხდა.
2013 წელს რუსტამ ორუჯოვი აზერბაიჯანის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნდა. დაბრუნებიდან მალევე მონაწილეობა მიიღო სამსუნში ჩატარებულ „გრან პრიქსზე“, თუმცა საჭირო ვარჯიშების ვერშესრულების გამო ტურნირზე დამარცხდა. მაგრამ, 2013 წლის მაისში ორუჯოვი კვლავ ფორმაში ჩადგა და ბაქოში ჩატარებული ტურნირის („გრანდ სლემის“) გამარჯვებული გახდა. 2014 წელს, სამსუნში ჩატარებული მორიგი „გრან პრიქსი“ მან ვერცხლის მედლით დაასრულა.
2015 წელს, საქართველოში ჩატარებულ გრანდ პრიქსზე რუსტამ ორუჯოვმა ოქროს მედალი მოიპოვა. 2016 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Rustam Orujov at the International Judo Federation
- Rustam Orujov at JudoInside.com
- რუსტამ ორუჯოვი — Sports-reference.com (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Rustam Orujov. London 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 4, 2012. ციტირების თარიღი: 2012-08-04.
- ↑ Rustam Orujov. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 3, 2016. ციტირების თარიღი: September 3, 2016.