ჰერტა რეგინა ლენგი

ჰერტა რეგინა ლენგი (დ. 24 თებერვალი 1903, ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია – გ. 17 ივლისი, 1997, ტროი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები) — ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი, რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი.

ჰერტა რეგინა ლენგი

ჰერტა რეგინა ლენგი, ფიზიკოსი და პედაგოგი
მშობლიური სახელი გერმ. Herta Regina Leng
დაბადების თარიღი 24 თებერვალი 1903
ვენა ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი 1997 (94 წლის)
ტროი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
პროფესია რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰერტა რეგინა ლენგი დაიბადა 1903 წლის 24 თებერვალს ვენაში, ავსტრიაში. ის იყო არტურ ლენგისა და პაულა ლენგის ქალიშვილი და ლეოპოლდ იგნაზ ლენგის და. 1939 წელს დატოვა ავსტრია და საბოლოოდ ემიგრაციაში წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებშ1940 წელს. გარდაიცვალა 1997 წლის 17 ივლისს ტროიში (ნიუ-იორკის შტატი)94 წლის ასაკში.

დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1922-1926 წწ.). 1926 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „Adsorptionsversuche mit Radioelementen“ („აბსორბაციის შესწავლა რადიოაქტიური ელემენტების გამოყენებით“).მას სურდა მუშაობის დაწყება რადიოაქტიური კვლევის ინსტიტუტში, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო არმოჩნდა.

1928 წლიდან ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას სხვადასხვა დონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. იგი ასევე დაკავებული იყო სამეცნიერო კვლევებით უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. 1938 წელს, ანშლუსის შემდეგ, იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა არაარიული წარმოშობის გამო.

1939 წლის იანვარში დედასთან ერთად (მამა უკვე გარდაცვლილი იყო) ემიგრაციაში წავიდა დიდ ბრიტანეთში, ამერიკელი კვაკერების მიერ ორგანიზებული ბავშვთა საევაკუაციო ჯგუფის შემადგენლობაში. იმავე წლის ნოემბერში, როგორც 16 ბავშვისგან შემდგარი ჯგუფის ლიდერი გაემგზავრა აშშ-ში. პერდიუს უნივერსიტეტში (ლაფაიეტი, მასაჩუსეტსი) დაენიშნა უნივერსიტეტის ქალთა ამერიკული ასოციაციის სტიპენდია მედიცინაში რადიოაქტიური იზოტოპების გამოყენების შესახებ კვლევების ჩასატარებლად პროფესორ კარლ ლარკ-ჰოროვიცის (Karl Lark-Horovitz) ხელმძღვანელობით. მასთან ერთად გამოაქვეყნა ორი სამეცნიერო სტატია. ძირითადი კვლევები ეხებოდა ნატრიუმს და კალიუმს ადამიანის ორგანიზმში და მათ ათვისებას, განაწილებასა და ექსკრეციას; ნატრიუმის და კალიუმის განაწილებას ადამიანის სისხლის უჯრედებში და მედიკამენტების ნაწლავური საფარის ანალიზს. [1] [2] [3] 1941 წლიდან 1943 წლამდე მუშაობდა ველესლის დანა ჰოლის სკოლაში.

1943 წელს იგი მიიღეს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტროის რენსელერის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 1966 წლიდან გახდა სრული პროფესორი (იგი ინსტიტუტში იყო პირველი ქალი ამ სტატუსით), ხოლო 1969 წლიდან ემერიტუსი პროფესორი.

ჰერტა ლენგი იყო ამერიკულ და ავსტრიულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული არაერთი სტატიის ავტორი.

ჰერტა ლენგი გარდაიცვალა 1997 წლის 17 ივლისს. მისი და მის მიერ გაწეული დამსახურების საპატივსაცემოდ რენსელერის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1998 წლიდან ტარდება ლექციების სერია ( (Herta Leng Memorial Lecture Series).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lexikon österreichischer Frauen. Ilse Korotin. Böhlau Verlag Wien, 19 მაისი 2016 — 4248 გვერდი.
  • http://biografia.sabiado.at/leng-herta-regina/
  • Gartenhaus, Solomon, & Tubis, Arnold, & Cassidy, David & Bray, Ralph. (2015). A History of Physics at Purdue: The War Period (1941—1945). Purdue University, West Lafayette, Indiana.
  • Leng, H. R. (1991). Pioneer woman in nuclear science. American Journal of Physics, 59(7): 584—584.
  1. Gartenhaus, Solomon, & Tubis, Arnold, & Cassidy, David & Bray, Ralph. (2015). A History of Physics at Purdue: The War Period (1941-1945). Purdue University, West Lafayette, Indiana.
  2. Lark-Horovitz, Karl, & Leng, Herta R. (1941). Radioactive indicators, enteric coatings and intestinal absorption. Nature. 147: 580-581.
  3. Lark‐Horovitz, K., & Leng, H. R. (1942). A new method of testing enteric coatings. Journal of the American Pharmaceutical Association. 31(4): 99-102.