ჰერმან III (ბადენის მარკგრაფი)

ჰერმან III (გერმ. Hermann III von Baden), ჰერმან III დიდი (გერმ. Hermann III der Große; გარდ. 1160 იანვარი, 16(16-01-1160)) — ვერონისა და ბადენის მარკგრაფი ცერინგენების დინასტიიდან. ჰერმანი იყო ჰერმან II-ისა და მისი ცოლის, იუდიტ ფონ ჰოჰენბერგის შვილი.

1130 წელს, ჰერმანმა მემკვიდრეობით მიიღო ბადენის სამარკგრაფო.

1151 წელს, მან მიიღო ვერონის სამარკგრაფო, რომელიც მანამდე კარინთიის ჰერცოგს ეკუთვნოდა.

1154 წელს, ჰერმანი ფრიდრიხ ბარბაროსასთან ერთად იბრძოდა ლომბარდიაში, მოგვიანებით მონაწილეობდა მილანის ალყაში, აგრეთვე იყო მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე.

პირველი ცოლი (1134) — ბერტა ლოთარინგიელი (1116—1162) იყო ჰერცოგ სიმონ I-ის ქალიშვილი, რომელთანაც ჰერმანს ერთი შვილი ჰყავდა:

  • ჰერმან IV (გარდ. 13 სექტემბერი, 1190), ბადენის მარკგრაფი

მეორე ცოლი (1141 წლის შემდეგ) — მარია ჩეხი იყო ჰერცოგ სობესლავ I-ის ქალიშვილი, რომელთანაც ჰერმანს ერთადერთი ქალიშვილი ეყოლა:

  • გერტრუდა (გარდ. 1225-მდე) 1180 წლიდან დაქორწინებული იყო გრაფ ალბრეხტ ფონ დაგსბურგის ცოლი.

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Johann Christian Sachs: Einleitung in die Geschichte der Marggravschaft und des marggrävlichen altfürstlichen Hauses Baden, Frankfurt und Leipzig 1764, Erster Theil, S. 290–310
  • Regesten der Markgrafen von Baden und Hachberg 1050—1515, herausgegeben von der Badischen Historischen Commission, bearbeitet von Richard Fester, Erster Band, Innsbruck 1900, S. 7-11 online im internet archive