ჰერმან II (ბადენის მარკგრაფი)
ჰერმან II (გერმ. Hermann II von Baden დაახ. 1070 - 1130-ის 7 ოქტომბერი) — ბრეისჰაუს გრაფი 1074 წლიდან, 1112 წლიდან იყო ბადენის პირველი მარკგრაფი ცერინგენების დინასტიიდან. ჰერმანი იყო ჰერმან I-ის, ბრეისჰაუს გრაფისა და ვერონის მარკგრაფის შვილი.
ისტორიული ცნობები
რედაქტირებადაახლოებით 1098 წელს, ჰერმან II-მ დაიწყო ჰოჰენბადენის ციხე-სიმაგრის მშენებლობა, იქ, სადაც ადრე იყო ძველკელტური დასახლება. მშენებლობა დამთავრდა 1112 წელს, ხოლო ჰერმანმა ბადენის მარკგრაფის ტიტული მიიღო.
ამასთანავე, მან დაასრულა ბაკნანგის სააბატოს მშენებლობა, სადაც დაკრძალეს გარდაცვალების შემდეგ.
ოჯახი და შვილები
რედაქტირებაჰერმან II დაქორწინებული იყო იუდიტ ფონ ჰოჰენბერგზე (დაახ. 1085—1121), რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:
- ჰერმან დიდი (დაახ. 1105—1160)
- იუდიტი (დაახ. 1110—1162), დაქორწინდა ულრიხ კარინთიელზე (გარდ. 1144)