ჰერიო, ჰოპუნაქართლ-კახური ხალხური შრომის სიმღერა. მღერიან მკის დროს (ზოგან „მკურს“ უწოდებენ). ძირითადად ორხმიანია (იშვიათად სამხმიანიც). სახელწოდება მომდინარეობს ზუსტ სიმაღლეს მოკლებული რიტმული შეძახილებიდან (ჰერიო, ჰოპუნა, ჰერი-ეგა, ჰეპ-ჰოპ და ა. შ.) რომელიც სიმღერის პროცესში ენაცვლება სასიმღერო მონაკვეთებს. ჰერიო ხშირად პოეტური ტექსტის გარეშე, მხოლოდ გლოსოლალიების საშუალებით სრულდება.

ლიტერატურარედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰერიო&oldid=3463733“-დან