ჰერდის კუნძული
ჰერდის კუნძული (ინგლ. Heard Island) — ვულკანური წარმოშობის კუნძული სამხრეთის ოკეანეში, მიეკუთვნება ავსტრალიის კუთვნილებაში შემავალ ტერიტორიას — ჰერდი და მაკდონალდის კუნძულები. ფართობი 368 კმ², უმაღლესი წერტილი — მოუსონის პიკი ბიგ-ბენის მასივზე (სიმაღლე 2745 მ), რომელიც მყინვარითაა დაფარული.[1] აღმოაჩნეს 1833 წლის 27 ნოემბერს, სელაპებზე ნადირობის დროს. მას შემდეგ კუნძული მიტოვებული იყო, სანამ XX საუკუნეში მეცნიერები დაიწყებდნენ კვლევით სამუშაოებს.
მშობ. სახელი: ინგლ. Heard Island | |
---|---|
კუნძულის სატელიტური ფოტო | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | სამხრეთის ოკეანე |
კოორდინატები | 53°05′34″ ს. გ. 73°31′19″ ა. გ. / 53.09278° ს. გ. 73.52194° ა. გ. |
ფართობი | 368 კმ² |
უმაღლესი წერტილი |
2745 მ მოუსონის პიკი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Global Volcanism Program - Heard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-05. ციტირების თარიღი: 2018-10-01.