ჰერბერტ კილპინი (ინგლ. Herbert Kilpin; დ. 24 იანვარი, 1870 — გ. 22 ოქტომბერი, 1916) — ინგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ცნობილია იტალიური საფეხბუთო კლუბის მილანის დაარსებით.

ჰერბერტ კილპინი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
24 იანვარი, 1870
დაბადების
ადგილი
ნოტინგემი, ინგლისი
გარდაცვალების
თარიღი
22 ოქტომბერი, 1916 (46 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მილანი, იტალია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1891–1899 ინტერნაციონალე ტორინო
1899–1908 მილანი 23 (7)
სამწვრთნელო კარიერა
1899–1906 მილანი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ადრეული წლები

რედაქტირება

ჰერბერტ კილპინი დაიბადა 1870 წლის 24 იანვარს ნოტინგემში. მას ჰყავდა 9 და-ძმა. სკოლის დამთავების შემდეგ მუშაობა დაიწყო სამკერვალო ფაბრიკაში.

მილანის დაარსება

რედაქტირება

მილანში საფეხბურთო კლუბის დაარსების შესახებ ინფორმაცია 1899 წლის 16 დეკემბერს გაზეთ „გაძეტა დელო სპორტის“ საშუალებით გავრცელდა. გაზეთის საარქივო მასალების მიხედვით, ინიციატივა სამი ადამიანისგან მოდიოდა მილანში ბრიტანული სამკერვალო ფაბრიკის მუშა ჰერბერტ კილპინისგან, ასევე ბრიტანული ტურისტული სააგენტოს თანამშრომელ ელისონისგან და მეწაღე დეივისისგან. იმ პერიოდში იტალიაში ფეხბურთის პოპულარიზაციას სწორედ ინგლისელები ეწეოდნენ.

გაზეთში გამოქვეყენებულ ცნობას მილანში მოღვაწე საქმოსნები ნათანი, ბარნეტი და ედვარდსი გამოეხმაურნენ. ეს უკანასკნელი მოგვიანებით მილანის პრეზიდენტად აირჩიეს. 1900 წელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი მილანური კლუბი დაარეგისტრირა სახელწოდებით „მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი“. გუნდში ბრიტანელების სიჭარბის გამო სახელწოდებაში მილანი ეწერა ინგლისურად Milan და არა იტალიურად Milano. კლუბის ოფიციალური დასახელება რამდენიმეჯერ შეიცვალა. „მილანის კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი“ გახდა „მილანის საფეხბურთო კლუბი“, „ბოლოს კი საფეხბურთო ასოციაცია მილანი“ დაერქვა, რაც იტალიურად ასე იწერება - Associazione Calcio Milan (AC MILAN).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება