ჰეპატოპანკრეასი
ჰეპატოპანკრეასი, მომნელებელი ჯირკვალი ან შუა ნაწლავის ჯირკვალი წარმოადგენს ფეხსახსრიანების და მოლუსკების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოს. მის მიერ განხორციელებული ფუნქციები, ძუძუმწოვრებში ცალ-ცალკე უზრუნველყოფილია ღვიძლისა და პანკრეასის მიერ, მათ შორის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავება და მონელებული საკვების შეწოვა.[1]
ფეხსახსრიანები
რედაქტირებანაჩვენებია, რომ ფეხსახსრიანებს, განსაკუთრებით ტოლფეხიანების რიგის დეტრიტოფაგებს - Oniscidea-ს (ხის ტილები), შეუძლიათ მძიმე მეტალების აკუმულაცია ჰეპატოპანკრეასში.[2] ამან შეიძლება გამოიწვიოს ბიოაკუმულაცია კვებითი ჯაჭვის მეშვეობით და გავლენა მოახდინოს კვების ქსელის განადგურებაზე, თუ დაგროვება საკმარისად მაღალი იქნება დაბინძურებულ ადგილებში; მაგალითად, მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია შეინიშნება Dysdera-ს გვარის ობობებში, რომლებიც იკვებებიან ხის ტილებით და შესაბამისად მათი ჰეპატოპანკრეასით - რომელიც ტოლფეხიანებში მძიმე მეტალების აკუმულირების ძირითადი ორგანოა.[3]
მოლუსკები
რედაქტირებაჰეპატოპანკრეასი არის ლიპიდების მეტაბოლიზმის და ლიპიდების მარაგის ძირითადი ადგილი მუხელფეხიანებში.[4]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Blue Crab Anatomy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-27. ციტირების თარიღი: 2023-09-25.
- ↑ (2002) „Soil biomarkers (invertebrates and microbes) for assessing site toxicity“, Environmental Analysis of Contaminated Sites. John Wiley and Sons, გვ. 95–134. ISBN 978-0-471-98669-0.
- ↑ S. P. Hopkin; M. H. Martin (1985). „Assimilation of zinc, cadmium, lead, copper and iron by the spider Dysdera crocata, a predator of woodlice“ (PDF). Bulletin of Environmental Contamination and Toxicology. 34 (2): 183–187. doi:10.1007/bf01609722. PMID 3978257. S2CID 39086273. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2011-07-22.
- ↑ Böer M., Graeve M. & Kattner G. (2006). "Exceptional long-term starvation ability and sites of lipid storage of the Arctic pteropod Clione limacina". Polar Biology 30(5): 571-580. doi:10.1007/s00300-006-0214-6.