ჰენრი სტივენზ ვაშინგტონი
ჰენრი სტივენზ ვაშინგტონი (ინგლ. Henry Stephens Washington; დ. 15 იანვარი, 1867 — გ. 7 იანვარი, 1934) — ამერიკელი პეტროგრაფი და გეოქიმიკოსი. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი (1886).[1] გამოკვლევებს ატარებდა საბერძნეთში, მცირე აზიაში, იტალიაში, ესპანეთში, ბრაზილიასა და აშშ-ში. 1912 წლიდან მუშაობდა კარნეგის ინსტიტუტის გეოფიზიკურ ლაბორატორიაში. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა ქანების ქიმიური ანალიზის მეთოდების დამუშავების, აგრეთვე ამონთხეული ქანების ქიმიური ანალიზის შეჯამების საკითხებს. ვაშინგტონი ქანების ქიმიური კლასიფიკაციის ერთ-ერთი ავტორია. ფრანკ უიგლსუორთ კლარკთან ერთად შეისწავლა ქიმიური ელემენტების გავრცელება დედამიწის ქერქში. მოგვცა დედამიწის გეოქიმიურ ზონებად დაყოფის ერთ-ერთი სქემა. ვულკანოლოგიაში წამოაყენა ჰიპოთეზა ვულკანური არხების აირებით გალღობის შესახებ და აღნიშნა, რომ გამოყოფილი ლავის შედგენილობა დამოკიდებულია ვულკანის მდებარეობაზე.[2]
ჰენრი სტივენზ ვაშინგტონი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 იანვარი, 1867 |
დაბ. ადგილი | ნიუარკი, ნიუ-ჯერსი, აშშ |
გარდ. თარიღი | 7 იანვარი, 1934 (66 წლის) |
გარდ. ადგილი | ვაშინგტონი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | იელის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იელის უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ National academy of sciences. Henry Stephens Washington. A Biographical Memoir by Charles Milton
- ↑ Генри Стивенс Вашингтон | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-24. ციტირების თარიღი: 2021-06-24.