ჰელსინკის მეტროპოლიტენი
ჰელსინკის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ფინეთი |
ქალაქი | ჰელსინკი |
გახსნის თარიღი | 2 აგვისტო 1982 წ. |
ხაზის სიგრძე | 21,1 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 17 |
ხაზთა რაოდენობა | 1 (2) |
მგზავრები დღეში | 194 349 (2005 წლისთვის) |
მგზავრები წელიწადში | 56 მლნ. (2005 წლისთვის) |
ხაზების სქემა | |
ჰელსინკის მეტროპოლიტენი ან შემოკლებით ჰელსინკის მეტრო (ფინურად Helsingin metro, შვედურდ Helsingfors metro) — მეტროსისტემა ფინეთის ქალაქ ჰელსინკიში.
ესაა მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე და ამ ეტაპზე ფინეთში ერთადერთი მეტროპოლიტენი. 27-წლიანი დაგეგმარებისა და მშენებლობის შემდეგ მეტროს საჯაროდ გახსნა 1982 წლის 2 აგვისტოს მოხდა . მეტროს ჰელსინკის საქალაქო ტრანსპორტის უწყება მართავს (HKL). მეტროსისტემა 21,1 კილომეტრის სიგრძის ხაზს მოიცავს 17 სადგურით. ქსელი ქალაქის გარეუბნებს ცენტრთან აკავშირებს. სტატისტიკური მონაცემებით, მგზავრთა წლიური ნაკადი 50 მლნ-ს აჭარბებს.
სადგურები
რედაქტირება- 1971: «ჰერტონიემი» — დეპო «როიჰუპელტო» (სატესტო გზა)
- 1 ივნისი 1982: «ჰაკანიემი» — «იტიაკესკუსი» (პიკის საათში)
- 1 ივლისი 1982: «რაუტატიენტორი» — ჰაკანიემი (პიკის საათში)
- 2 აგვისტო 1982: გახსნის ოფიციალური ცერემონია
- 1 მარტი 1983: «კამპი» — ცენტრალური რკინიგზის სადგური
- 1 სექტემბერი 1984: გაიხსნა სადგური «სიორნიაინენი»
- 21 ოქტომბერი 1986: «იტიაკესკუსი» — «კონტულა»
- 1 სექტემბერი 1989: «კონტულა» — «მელუნმიაკი»
- 16 აგვისტო 1993: «რუოჰოლახტი» — «კამპი»
- 1 მარტი 1995: გაიხსნა სადგური «კაისანიემი»
- 31 აგვისტო 1998: «იტიაკესკუსი» — «ვუოსაარი»
- 1 იანვარი 2007: ღია სადგური «კალასატამა»