ჰელმის ხრამი
ჰელმის ხრამი — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში დიდი ველი შუახმელეთის ჩრდილო-დასავლეთში, თეთრი მთების მიდამოში, თრიჰირნთან.
ველი გამოყოფილი იყო თხრილით, რომელსაც ჰელმის თხრილი ეწოდებოდა. ამის მიღმა მდებარეობდა ციხესიმაგრე, რომელსაც ადამიანები ბუკისციხეს უწოდებდნენ[1]. ეს იყო ელვარე გამოქვაბულების შესასვლელი.
ჰელმის ხრამი ცნობილია ჰელმის ხრამის ბრძოლით, რომელიც ბეჭდის ომის დროს მოხდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰელმის ხრამი — საიტზე Tolkien Gateway
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ორი ციხე-კოშკი, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), „ჰელმის ხრამი“, ISBN 0-395-08254-4