ჰევისაიდის დელფინი
ჰევისაიდის დელფინი (Cephalorhynchus heavisidii) — ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა. ბინადრობს ანგოლისა დაკეთილი იმედის კონცხის სამხრეთ სანაპიროსთან. ჩილეურ დელფინთან, ჰექტორის დელფინთან და კომერსონის დელფინთან ერთად მიეკუთვნება Cephalorhynchus -ის გვარს. ჰევისაიდის დელფინი ოკეანის დელფინების 36 სახეობასა და ვეშაპისნაირთა 88 ზღვის ძუძუმწოვარს შორის ერთ-ერთია.
სახელწოდება
რედაქტირებაXIX საუკუნეში ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის კაპიტანმა ჰევისაიდმა კეთილი იმედის კონცხის მახლობლად ეს დელფინი დაიჭირა და გაერთიანებულ სამეფოში ჩაიყვანა. ჰევისაიდის დელფინი ზოოლოგმაჯონ ედვარდ გრეიმ აღწერა თავის წიგნში Spicilegia Zoologica და კაპიტანი ჰევისაიდი ქირურგ ჯონ ჰივისაიდში აურია.[1][2][3]
პოპულაცია და გავრცელება
რედაქტირებამართალია ჰევისაიდის დელფინები ნამიბიაში, ჩონჩხის სანაპიროს მახლობლად ხშირად შეიმჩნევიან, მაგრამ მეცნიერებს სისტემატიკრადარ შეუსწავლიათ. ჰევისაიდის დელფინები ჩრდ. 17° პარალელიდან სამხრეთ აფრიკის სანაპიროებამდე ბინადრობენ. დიდი რაოდენობით ჯგუფებს ამჩნევენ კეიპ-თაუნისა და უოფიშ-ბეის მახლობლად. ლამბერტის ყურეში ჰევისაიდის დელფინების შემჩნევა სანაპიროებიდანაც შეიძლება და სანაოსნო ტურების დროსაც. ძირითადად სანაპიროებთან ახლოს ბინადრობენ, სადაც წყლის სიღრმე 100 მეტრზე ნაკლებია. ჰევისაიდის დელფინების ნახვა სხვადასხვა ტემპერატურის მქონე წყალშია შესაძლებელი თუმცა უმთავრესად 9-დან 15°C-მდე ტემერატურის მქონე წყლებში ბინადრობენ.
აღწერა
რედაქტირებაჰევისაიდის დელფინი პატარა დელფინია, დაახლოებით 1.8 მეტრის სიგრძისაა და 75 კგ-ს იწონის. ზომისა და მოყვანილობის გამო ამ სახეობის დელფინებს ხშირად ზღვის ღორებში ურევენ. აქვს მუქი ნაცრისფერი თავი. სხეულის ზედა ნაწილის წინა ნახევარი ღია ნაცრისფერი აქვთ.[4] ზურგის ფარფლი, უკანა ფარფი და ზურგი მუქი ნაცრისფერია, მუცელი კი თეთრი. თითო ყბაზე 24-დან 35-მდე კბილი აქვთ. აქვთ პატარა თვალები.
მამრები სექსუალურად 7-9 წლის ასაკშიმწიფდებიან. ქალებიც დაახლოებით იმავე ასაკში. ორსულობის პერიოდი 10 თვეს გრძელდება. შეჯვარების პერიოდი გაზაფხული და ზაფხულია. ჰევისაიდის დელფინის სიცოცხლის მაქსიმუმი 20 წელია. სიცოცხლის მოკლე ხანგრძლივობა პოპულაციის ზრდის ნელ ტემპს განაპირობებს.
ჰევისაიდის დელფინები აქტიური და სოციაბილური დელფინები არიან. ცხოვრობენ ჯგუფებად, რომლებშიც 5-დან 10 ინდივიდამდეა გაერთიანებული, ზოგჯერ უფრო დიდ ჯგუფებადაც. კვლევების მიხედვით, ჰევისაიდის დელფინები ორ მთავარ მეტაპოპულაციად ცხოვრობენ. სამხრეთის მეტაპოპულაციასამხრეთ აფრიკაში მაგიდის ყურესა და წმინდა ელენეს ყურეში ბინადრობს.
ჰევისაიდის დელფინები იკვებებიან თევზებით, რვაფეხებით, მოლუსკებითა და კალმარებით.
კონსერვაცია
რედაქტირებაჰევისაიდის დელფინი შეყვანილია ველური ცხოველების მიგრატორ სახეობათა კონსერვაციის კონვენციის II დანართში. ამ დამატების მიხედვით, ჰევისაიდის დელფინიs კონსერვაცია არ არის ხელსაყრელ მდგომარეობაში. ეს სახეობა ხშირად ხდება თევზჭერის მსხვერპლი. პოპულაციის ზუსტი რაოდენობა უცნობია, რის გამოც ამ სახეობის საფრთხესთან მიმართებით კლასიფიკაცია რთულია. ჰევისაიდის დელფინები სამხრეთ აფრიკის სანაპიროს 200 მილიან მონაკვეთსა და ნამიბიის 12 კილომეტრიან მონაკვეთზე დაცულები არიან.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- National Audubon Society: Guide to Marine Mammals of the World Reeves, Stewart, Clapham and Powell (2002)
- Cephalorhynchus dolphins, Encyclopedia of Marine Mammals, pp. 200–202, Stephen M. Dawson (1998) ISBN 0-12-551340-2
==სქოლიო==
- ↑ Platt, John R.. First Major Genetic Study of Elusive South African Dolphin Reveals a Species in Peril. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
- ↑ Gray, John Edward (1828) Spicilegia Zoologica, , or original figures and short systematic descriptions of new and unfigured animals Pt 1. London: Treuttel, Würtz & Co., გვ. 2. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
- ↑ Norris, Kenneth Stafford (1966-01-01) Whales, Dolphins, and Porpoises. ISBN 9780520032835. ციტირების თარიღი: 10 December 2015.
- ↑ Encyclopedia of Earth. 2011. Cephalorhynchus heavisidii. Eds. C.Michael Hogan and C.J.Cleveland. Encyclopedia of Life (contributor) Washington DC