ჰედ-სმაშიდ-ინი (ინგლ. Head-Smashed-In Buffalo Jump) — ბიზონების გადასახტომი კანადაში, ალბერტას პროვინციაში. მდებარეობს კლდოვანი მთების მთისწინეთში, პრერიის დასაწყისში, ქალაქ ფორტ-მაკლეოდისგან 18 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, გზატკეცილ 785-ის სიახლოვეს. წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლსა და ადგილობრივი შავფეხა ინდიელების კულტურის მუზეუმის ადგილსამყოფელს.

ჰედ-სმაშდ-ინის ბიზონების გადასახტომი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 49°44′58″ ჩ. გ. 113°37′29″ დ. გ. / 49.74944° ჩ. გ. 113.62472° დ. გ. / 49.74944; -113.62472
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 158
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 158
ინგლ.რუს.ფრ.

ბიზონების გადასახტომს 5 500 წლის მანძილზე დიდი ველის ინდიელები ბიზონების მოსაკლავად იყენებდნენ, როდესაც მათ მისდევდნენ და 11 მეტრის სიმაღლის კლდიდან დაბლა აგდებდნენ. შავფეხა ინდიელები ბიზონებს 3 კმ-ის მანძილიდან, საძოვრებიდან მოერეკებოდნენ აქეთ. გამოჭენებული ბიზონი კლიდადნ ხტებოდა, ფეხებს იმტვრევდა და უმოძრაო ხდებოდა. კლდის სიგანე 300 მეტრია, უმაღლესი წერტილი კი 10 მეტრი. ძვლების შემცველი დეპოზიტების ფენის სისქე 12 მეტრია. გადახტომის შემდეგ, მკვდარი ბიზონი ახლომდებარე ბანაკში გადაჰქონდათ. ამ ბანაკში ბიზონის დასამუშავებლად ყველანაირი პირობა იყო შექმნილი, მათ შორის, ჰქონდათ მტკნარი წყალიც. ბიზონის გვამი მრავალი მიზნებისთვის გამოიყენებოდა — ძვლებისგან ხელსაწყოებს აკეთებდნენ, ტყავს კი საცხოვრებლებისა და ტანსაცმლისთვის. აქედან გამომდინარე, ადგილის მნიშვნელობა მხოლოდ საკვების წარმოებით არ შემოიფარგლებოდა. წარმატებული ნადირობის შემდეგ, დიდი რაოდენობით სურსათის დაგროვება ხალხს საშუალებას აძლევდა თავისუფალი დრო ხელოვნებისა და სპირიტუალური მიზნებისთვის გამოეყენებინათ, ეს კი საზოგადოების კულტურულ კომპლექსურობას ზრდიდა.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

რედაქტირება

ჰედ-სმაშიდ-ინი XIX საუკუნეში, ევროპელებთან კონტაქტის შემდეგ იქნა მიტოვებული. ძეგლი ევროპელებმა პირველად 1880-იან წლებში აღწერეს და პირველად 1938 წელს, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმმა გათხარა. 1968 წელს გამოცხადდა კანადის ეროვნულ-ისტორიულ ძეგლად, 1979 წელს პროვინციულ ისტორიულ ძეგლად, 1981 წელს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.

1981 წელსვე შეიქმნა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის პარკი, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას ადგილობრივი ხალხების პრეისტორიულ ცხოვრებასა და ადათ-ჩვევებში.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. UNESCO. Head-Smashed-In Buffalo Jump. ციტირების თარიღი: 2006-01-10.