ჰებეფრენია
ჰებეფრენია — ფსიქიკური დაავადება, შიზოფრენიის ერთ-ერთი სახე. ვითარდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ვლინდება უაზრო ქცევებით, თეატრალურობით, ზოგჯერ კი — ჰალუცინაციებით. ხშირად ჰებეფრენიით დაავადებულები კარიკატურულად დახვეწილ თავაზიანობასა და სულელურ მხიარულებას უხამებენ ერთმანეთს. მედიკამენტური მკურნალობისას დაავადების მიმდინარობისას გაუმჯობესების პერიოდების გამოვლენაა შესაძლებელი. ეს იგივეა, რაც შიზოფრენიის სხვა ფორმების დროს - ინსულინოთერაპია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 611.