ჰაჯი შაჰინი (აზერ. Hacı Şahin; სრული სახელი: შაჰინ ჰიუსეინ ოღლუ ჰასანლი (აზერ. Şahin Hüseyn oğlu Həsənli); დ. 7 ივლისი, 1974, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ — გ. 2 მარტი, 2023, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ღვთისმეტყველი და სასულიერო პირი. საზოგადოებრივი კავშირის „სულიერი სამყაროს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე (2007–2023). კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ბაქოს ნასიმის რაიონში.

ჰაჯი შაჰინი
დაბადების თარიღი 7 ივლისი, 1974(1974-07-07)[1]
დაბადების ადგილი ბაქო[1]
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი, 2023(2023-03-02)[1] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
დასაფლავებულია იასამალის სასაფლაო[2]
საქმიანობა თეოლოგი, იმამი, ფილანტროპი და მწერალი
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
ალმა-მატერი ქ. ბაქოს N189-190 სკოლა, აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰაჯი შაჰინი დაიბადა 1974 წლის 7 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. 1991 წელს დაასრულა ბაქოს 189-ე საშუალო სკოლის რუსული სექტორი. 1991 წელს ჩაირიცხა აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. 1995-1997 წლებში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. 2001-2004 წლებში სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.

საზოგადოებრივი საქმიანობა

რედაქტირება

1998-2001 წლებში ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ კავშირს „იქმალი“, რომლის ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მისი ხელმძღვანელობით, კავშირმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წარმომადგენლობითი ოფისები გახსნა და მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარა. შაჰინის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ახალგაზრდებში ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის და პატრიოტიზმის გრძნობის გავრცელება იყო.

2001 წლიდან ბაქოს ნასიმის რაიონში მდებარე „მაშადი დადაშის“ მეჩეთის იმამი იყო.

წლების განმავლობაში დამოუკიდებლად ეწეოდა რელიგიურ მოღვაწეობას და ასწავლიდა რელიგიურ საგნებს. 2007 წელს დააარსა ეროვნული მორალური ფასეულობების გამავრცელებელი საზოგადოებრივი ასოციაცია „სულიერი სამყარო“.

2013 წელს, დაინიშნა „მაშადი დადაშის“ მეჩეთის ახუნდად, 2014 წელს კი ნასიმის რაიონში კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს უფლებამოსილ წარმომადგენლად.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

იყო დაოჯახებული. ჰყავს ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი.

ფლობდა აზერბაიჯანულ, არაბულ, სპარსულ და რუსულ ენას.

სიკვდილი

რედაქტირება

გარდაიცვალა 2023 წლის 2 მარტს, ბაქოში, გულის უკმარისობით.[3] დაკრძალეს იასამალის სასაფლაოზე.[4][5]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Hacı Şahın. Haradan başlamalı. İrşad nəşriyyatı, 2020.[6]