აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი
აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი (AzTU; აზერ. Azərbaycan Texniki Universiteti) — საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც სპეციალიზებულია ინჟინერიაში. მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. უნივერსიტეტს აქვს 9 სკოლა და 54 დეპარტამენტი. აკადემიური პერსონალის რაოდენობა 884 ადამიანს ითვლის, ადმინისტრაციული პერსონალის - 1099-ს. ამჟამად უნივერსიტეტში 7500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
Azərbaycan Politexnik İnstitutu და Azərbaycan Texniki Universiteti | |
---|---|
დაფუძნდა | 16 ნოემბერი, 1920 |
ატარებს სახელს | Chingiz Ildyrym |
ტიპი | უნივერსიტეტი |
რექტორი | Vilayət Vəliyev |
სტუდენტი | 10 000 |
მდებარეობა | ბაქო |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
http://www.aztu.az/ |
ისტორია
რედაქტირებააზერბაიჯანის სსრ-ის მთავრობის 1920 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ბაქოს პოლიტექნიკური სკოლა დაიხურა და მისი ადგილი ბაქოს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა დაიკავა. ახალი სკოლა სპეციალიზებული იყო საოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ინჟინერიის, ელექტრომექანიკის, კონომიკისა და ნავთობის სექტორში. 1923 წელს სკოლა სახელი შეეცვალა და აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ეწოდა. 1929 წლის მარტში აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით, ინსტიტუტი სამ დამოუკიდებელ სკოლად გაიყო: სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ნავთობის.
ინჟინრებისადმი მოთხოვნის ზრდასთან ერთად, 1934 წელს სკოლის სახელი კიდევ ერთელ შეიცვალა და აზერბაიჯანის სამრეწველო ინსტიტუტი ეწოდა. 1970 წელს აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალი განჯაში გაიხსნა. 1993 წელს ინსტიტუტს სახელი შეეცვალა და აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი ეწოდა.
ფაკულტეტები
რედაქტირებააზერბაიჯანის ტეექნიკურ უნივერსიტეტში 9 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: ელექტრონული ინჟინერიის, ტრანსპორტის, ტექნოლოგიური მანქანების, სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების, რადიო ინჟინერიისა და კომუნიკაციის, მეტალურგიის, მანქანათმშენებლობის, ინჟინერიის ბიზნესისა და მენეჯმენტისა და ავტომატური და კომპიუტერული ტექნოლოგიის. უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტთათვის დეკანის ოფისი ფუნქციონირებს.
ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტი 1964 წელს დაარსდა. თავის მხრივ, ფაკულტეტი 4 დეპარტამენტს მოიცავს: თერმული და ცივი ტექნოლოგიების, საწვავის მიწოდებისა და იზოლაციის, ელექტული და ელექტროტექნიკური აღჭურვილობისა და ელექტრონული ინჟინერიის საბაზისო თერიულ დეპარტამენტებს. სტუდენტები დეპარტამენტების სამეცნიერო კვლევებში არიან ჩართული.
ტრანსპორტის ფაკულტეტს თავდაპირველად მექანიკის ფაკულტეტი ეწოდებოდა. ფაკულტეტს სახელი 2001 წელს შეეცვალა. ტენოლოგიური მანქანების ფაკულტეტი 1986 წელს დაარსდა მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საფუძველზე. ფაკულტეტი 5 დეპარტამენტს მოიცავს: მანქანის ნაწილებისა და სატრანსპორტო მანქანების, მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის, მექანიზმებისა და მანქანების თეორიის, ტექნოლოგიური კომპლექსებისა და სპეციალური აღჭურვილობის და გრაფიკული ინჟინერიის დეპარტამენტებს.
რადიო ინჟინერიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტი 1960 წელს დაარსდა და თავდაპირველად ელექტროტექნიკური ფაკულტეტი ეწოდებოდა. მოგვიანებით ორი ფაკულტეტი წარმოიშვა: ელქტრო-ტექნიკური და რადიოტექნიკური. იმავე წელს აზერბაიჯანის ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომატური და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. დღეისთვის ფაკულტეტი 6 დეპარტამენტად იყოფა: გამოთვლითი ტექნოლოგიებისა და საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის, საწარმოო ელექტრონიკის, ზოგადი და თეორიული რადიო ინჟინერიის, უმაღლესი მათემატიკისა და ფიზიკის დეპარტამენტებად. მეტალურგიის ფაკულტეტი 1964 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა და დღეისთვის 4 დეპარტამენტს მოიცავს.
აზერბაიჯანის ტერნიკურ უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტთათვის დეკანის ოფისი 1978 წელს შეიქმნა. 1982 წელს უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, რომელიც დღეისთვის 5 დეპარტამენტს მოიცავს: მექანიზაციის ტექნოლოგიის, მანქანების ნაწილების, მანქანებისა და მექანიზმების თეორიის, ტექნოლოგიური კომპლექსებისა და სპეციალური აღჭურვილობის და ფიზიკის დეპარტამენტებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Организации: Азербайджанский технический университет, г. Баку, Азербайджан. ციტირების თარიღი: 2018-06-04
- Azerbaijan Technical University website დაარქივებული 2019-11-06 საიტზე Wayback Machine.
- Список факультетов :: Азербайджанский Технический Университет :: STUDENTS.AZ ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-25. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
- Электротехника и энергетика :: Азербайджанский Технический Университет :: STUDENTS.AZ ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-25. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
- Транспортный :: Азербайджанский Технический Университет :: STUDENTS.AZ ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-21. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
- Технологические машины :: Азербайджанский Технический Университет :: STUDENTS.AZ ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-24. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
- Радиотехника и связь :: Азербайджанский Технический Университет :: STUDENTS.AZ ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-04. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
- <ref>Металлургия :: Азербайджанский Технический Университет :: STUDENTS.AZ ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
- Машиностроительный :: Азербайджанский Технический Университет :: STUDENTS.AZ ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-11. ციტირების თარიღი: 2019-11-02.
- აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალური ვებსაიტი დაარქივებული 2019-11-06 საიტზე Wayback Machine.