ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰაჯიმე ისაიამა (იაპონ. 諫山 創, Isayama Hajime, დ. 29 აგვისტო, 1986) — იაპონელი მანგის მხატვარი (მანგაკა). მისი პირველი სერია ტიტანებზე შეტევა (2009-2021) გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მანგა 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით 140 მილიონი ასლით მიმოქცევაში.[2] მან მიიღო განსაკუთრებული ჯილდო 2023 წელს 50-ე ანგულემის საერთაშორისო კომიქსის ფესტივალზე. [3]

ჰაჯიმე ისაიამა

ისაიამა 2023 წელს
დაიბადა 29 აგვისტო, 1986
დაბადების ადგილი ოიამა, ოიტა, იაპონია
ეროვნება იაპონელი
სფერო მანგის მხატვარი
ცნობილი ნამუშევრები ტიტანებზე შეტევა
პარტნიორები უცნობი [1]
ჯილდოები კოდანშა მანგის ჯილდო (2011)
ჰარვის ჯილდო (2014)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ისაიამა დაიბადა ოიამაში, ოიტას პრეფექტურაში, რომელიც ახლა ჰიტას ნაწილია. ის ჰიტა რინკოს სკოლის მოსწავლე იყო როცა მანგის კონკურსებში თავისი ნამუშევრებით ჩართვა დაიწყო. [4] სკოლის დამთავრების შემდეგ ის მანგის დიზაინის პროგრამაში ჩაირიცხა კიუშუს დიზაინის ინსტიტუტში. 2006 წელს ისაიამამ ჟურნალის გრან პრის კონკურსში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კოდანშას MGP, მიიღო მონაწილეობა ტიტანებზე შეტევის (Shingeki no Kyojin) მოკლე ვერსიით, რომელმაც დაიმსახურა "ჩინებული ნამუშევრის" ჯილდო.[5] 20 წლის ასაკში ისაიამა ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად და ინტერნეტ კაფეში დაიწყო მუშაობა მანგის წერის კარიერის ხელშესაწყობად.[6] მანგის თავდაპირველი one-shot ვერსია მოგვიანებით შევიდა ანიმე ადაპტაციის პირველ Blu-ray-ში.[7]

ჰაჯიმე ისაიამამ თავდაპირველად შესთავაზა შუეიშას Weekly Shōnen Jump ჟურნალის დეპარტამენტს თავისი ნამუშევრების გამოქვეყნება, თუმცა მათ ურჩიეს თავისი სტილისა და სიუჟეტის ჟურნალისთვის მორგება. ამაზე მან უარი უთხრა და გადაწყვიტა მანგა კოდანშა Ltd.-ს Weekly Shōnen Jump ჟურნალის დეპარტამენტში წაეღო.[8] 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო მე-80 Weekly Shōnen Magazine-ის ახალბედათა მანგის დაჯილდოებაში, სადაც მისმა ნაშრომმა Heart Break One მიიღო განსაკუთრებული წამახალისებელი ჯილდო. მისი სხვა ნამუშევარი - Orz იმავე დაჯილდოების შემდეგი წლის გამორჩეული ნამუშევარი გახდა. 2009 წელს Bessatsu Shōnen Magazine-ის ყოველთვიურ გამოშვებაში დაიწყო მისი პირველი სერიული ნამუშევრის ტიტანებზე შეტევა-ს გამოქვეყნება. მან მოიგო 35-ე კოდანშას მანგის დაჯილდოების შონენ კატეგორია 2011 წელს[9] და იყო ნომინირებული მეოთხე Manga Taishō ჯილდოზე და მე-16 ყოველწლიურ Tezuka Osamu-ს კულტურულ პრიზზე.[10][11]

ტიტანებზე შეტევა ინგლისურად კოდანშა აშშ-მა გამოსცა და გახდა 5 სპინ-ოფ მანგა სერიის, 3 ლაით-ნოველის სერიის, ანიმე ადაპტაციის, მრავალი ვიზუალური ნოველის, ვიდეო თამაშის და ორნაწილიანი ფილმის ინსპირაციის წყარო. 2022 წლის ნოემბერში ისაიამა პირველად გამოჩნდა აშშ-ში ანიმე NYC-ზე, ანიმე კონვენციაზე ნიუ იორკში. 2013 წელს ისაიამას მშობლიურ ქალაქ ოიამაში მდებარე კურორტმა Bungo Oyama Hibiki no Sato მის ჩაატარა ისაიამას მანუსკრიპტების თავისუფალი გამოფენა.[6] 2014 წლის 1 ნოემბერს ჰიტაში ჩატარდა განსაკუთრებული ტიტანებზე შეტევის ღონისძიება, რომელსაც დაახლოებით 2 500 ადამიანი დაესწრო. მომდევნო დღეს ისაიამა სიტყვით გამოვიდა პატრია ჰიტას კულტურის ჰოლში და ქალაქის მერმა კეისუკე ჰარადამ ჰიტას ტურიზმის ელჩად დაასახელა.[12] 2018 წლის დეკემბერში ისაიამამ თავის ბლოგში თქვა, რომ წლის დასაწყისში დაქორწინდა.[1]

ნამუშევრები

რედაქტირება
სათაური წელი გამომქვეყნებელი შენიშვნა Ref.
შემტევი ტიტანი
(進撃の巨人 Shingeki no Kyojin)
2006 One-shot ვერსია [5]
Heart Break One
(ハート ブレイク ワン Hāto Bureiku Wan)
2008 One-shot [13]
Orz 2008 One-shot [14]
ტიტანებზე შეტევა
(進撃の巨人 Shingeki no Kyojin)
2009–2021 კოდანშა (იაპონურად)
კოდანშა აშშ (ინგლისურად)
მანგა
შემტევი ტიტანი Inside შიგნით
(進撃の巨人 INSIDE 抗 Shingeki no Kyojin Inside Kou)
2013 პერსონაჟთა პროფილები, ინტერვიუები
ტიტანებზე შეტევა გარეთ Outside
(進撃の巨人 OUTSIDE 攻 Shingeki no Kyojin OUTSIDE Osamu)
2013 Concept art, ინტერვიუები. შეიცავს პირველი თავის ჩანახატს (2009)
შეტევა ევენჯერებზე 2014 Brutus (იაპონურად)
Colossal Edition Vol. 2 - კოდანშა აშშ (ინგლისურად)
გადაკვეთა მარველის კომიქსებთან.
სიუჟეტის ავტორი - ისაიამა, ნახატების ავტორი ალექს ალონსო და ჯო კესადა.
[15]
The Killing Pawn
(ザ・キリング・ポーン Za Kiringu Pōn)
2014 One-shot; ნახატების ავტორი რიოჯი მინაგავა. ახლახანს დაემატა მინაგავას მცირე მოთხრობათა კრებულს "Tensousha"(2021). [16][17]
  1. 1.0 1.1 Sherman, Jennifer. (December 31, 2018) Attack on Titan Creator Announces His Marriage. Anime News Network. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
  2. https://twitter.com/shingeki_FLY/status/1729802961344200984
  3. TORU TAMAKAWA. (1 მარტი, 2023) ‘Attack on Titan’ creator receives award at ‘Cannes of comics’ festival. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
  4. 'Attack on Titan' author expresses fears through popular boys' manga. Asahi Shimbun (2013-07-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03.
  5. 5.0 5.1 7月期MGP結果大発表!!. 講談社コミックプラス. Kodansha (2009). ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
  6. 6.0 6.1 'Attack on Titan' exhibition held in manga artist Hajime Isayama's hometown. Asahi Shimbun (2013-04-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 2024-03-23.
  7. Loo, Egan. (May 7, 2013) 1st Attack on Titan Blu-ray/DVD to Bundle Manga 'Prototype'. Anime News Network. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
  8. 変身!!!!. Asahi Shimbun (2009-12-19).
  9. ANIME NEWS: 'Attack On Titan' anime adaptation to hit the small screen in spring. Asahi Shimbun (2012-12-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-02. ციტირების თარიღი: 2024-03-23.
  10. Loo, Egan. (January 16, 2011) 13 Titles Nominated for 4th Manga Taisho Awards. Anime News Network. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
  11. Loo, Egan. (February 10, 2012) 16th Tezuka Osamu Cultural Prize Nominees Announced. Anime News Network. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
  12. Hodgkins, Crystalyn. (November 4, 2014) Attack on Titan Creator Named Tourism Ambassador of Hometown. Anime News Network. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
  13. 第80回新人漫画賞 (Select 第80回 on the drop-down menu). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 30, 2018. ციტირების თარიღი: October 12, 2018
  14. 第81回新人漫画賞 (Select 第81回 on the drop-down menu). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 30, 2018. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
  15. Mcguire, Liam. (3 მაისი, 2020) Avengers Meet Attack on Titan In Must-Read Crossover. ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
  16. 諫山創×皆川亮二がタッグ!進撃以外の初作品 (July 29, 2014). ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
  17. 転送者 皆川亮二短編集 (April 12, 2021). ციტირების თარიღი: 28 მარტი, 2024
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰაჯიმე_ისაიამა“-დან