ტიტანებზე შეტევა
ტიტანებზე შეტევა (იაპონ. 進撃の巨人) — იაპონური პოსტაპოკალიპტიკური მანგა, რომელიც დაწერილია და ილუსტრილებულია ჰაჯიმე ისაიამას მიერ. გამოდის იაპონური გამომომცემლის „კოდანსიას“ ყოველთვიურ ჟურნალ „Bessatsu Shonen Magazine“-ში, 2009 წლის ოქტომბრიდან. მანგაში აღწერილი მოქმედება ხდება გამოგონებულ სამყაროში, რომელიც XIX საუკუნის ევროპას მოგვაგონებს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც შემოღობილია სამი უზარმაზარი კედლით, რომლებიც კაცობრიობას გიგანტური კაციჭამია არსებებისგან, ტიტანებისგან, იცავს. 2013 წლიდან მრავალსერიანი ანიმე-ეკრანიზაცია გამოდის, რომელიც იქმნება Wit Studios-ის მიერ.
სიუჟეტი
რედაქტირებაკაცობრიობამ პროგრესის მაგივრად განიცადა რეგრესი გიგანტების რასის გამოჩენის გამო. უზარმაზარ ჰუმანოიდებს არც აზროვნება შეეძლოთ და არც ლაპარაკი, სამაგიეროდ უაზროდ ჭამდნენ ადამიანებს, მათ ვერანნაირმა იარაღმა ვერ აჯობა და ამიტომ, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანები გაემართნენ.
ოფიციალური საიტი
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტიტანებზე შეტევა“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (იაპონური)