ჰატერია, ტუატარა (ლათ. Sphenodon punctatus) — ქვეწარმავალი; ნისკარტთავიანთა ქვეკლასის ერთადერთი თანამედროვე წარმომადგენელი. წააგავს ხვლიკს. მისი მომწვანო-წენგოსფერი სხეულის სიგრძე 75 სმ აღწევს. აქვს დიდი თავი და 5-თითიანი კიდურები. ზურგსა და კუდზე სამკუთხა ქერცლებისაგან შემდგარი დაბალი ქედი გასდევს. თვალის გუგა ვერტიკალურია, კარგად აქვს განვითარებული კეფის თვალი. დაფის აპკი და შუა ყური არ აქვს. შემორჩენილია ახალი ზელანდიის მცირე კუნძულებზე, სადაც სპეციალური ნაკრძალია შექმნილი. ცხოვრობს სოროებში. აქტიურია ღამით. იკვებება უხერხემლოებით.