ჰასტინგის ბრძოლა
ჰასტინგის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა ნაწილი | |||
მეფე ჰაროლდის სიკვდილი | |||
თარიღი | 14 სექტემბერი, 1066 | ||
მდებარეობა | ჰასტინგისთან ახლოს, ინგლისი | ||
შედეგი | ნორმანების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
ჰასტინგის ბრძოლა ვიკისაწყობში |
ჰასტინგის ბრძოლა — გაიმართა 1066 წლის 14 ოქტომბერს, ნორმანულ-ფრანგული არმიასა და ინგლისის არმიას შორის. ნორმანულ-ფრანგულ ჯარს მეთაურობდა უილიამ დამპყრობელი, ხოლო ინგლისის ჯარს ანგლო-საქსების მეფე ჰაროლდ გოდვინსონი. ბრძოლის შემდეგ დაიწყო ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობა. ბრძოლა მოხდა ქალაქ ბეტლიდან ჩრდილო-დასავლეთით 11 კილომეტრში, აღმოსავლეთ სასექსის ტერიტორიაზე. ეს იყო ნორმანების გადამწყვეტი ბრძოლა.
ბრძოლის საფუძველი იყო უშვილო მეფის ედუარდ აღმსარებლის სიკვდილი 1066 წლის იანვარში, რამაც გამოიწვია მემკვიდრეების ბრძოლა მისი ტახტისთვის. ჰაროლდი მეფედ აკურთხეს ედუარდის გარდაცვალებიდან მალევე, მაგრამ მალევე დაიწყო უილიამის, მისი საკუთარი ძმის ტოსტიგის და ნორვეგიის მეფე ჰარალდ ჰარდრადას (ნორვეგიის ჰაროლდ III) შემოსევები. ჰარდრადამ და ტოსტიგმა 1066 წლის 20 სექტემბერს დაამარცხეს ინგლისელების ნაჩქარევად შეკრებილი არმია ფულფორდის ბრძოლაში, მაგრამ ხუთი დღის შემდეგ დამარცხდნენ ჰაროლდის მიერ სტამფორდ ბრიჯის ბრძოლაში. ტოსტიგის და ჰადრადის სტემფორდ ბრიჯის ბრძოლაში სიკვდილის შემდეგ, უილიამი დარჩა ჰაროლდის ერთადერთ ოპონენტად. სანამ ჰაროლდი და მისი ჯარები გამოკეთდებოდნენ, უილიამმა თავისი ჯარები გადმოსხა სამხრეთ ინგლისის ტერიტორიაზე. ჰაროლდი იძულებული გახდა დაძრულიყო სამხრეთისკენ და თან გზაში ჯარი შეეკრიბა.
ბრძოლაში არსებული ზუსტი რიცხვები უცნობია, რადგან თანამედროვე შეფასებებიც კი მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჯარის შემადგენლობის გამოკვლევა უფრო მკაფიოა: ინგლისის არმია თითქმის მთლიანად ქვეითებისგან შედგებოდა და მშვილდოსნების ნაკლებობას განიცდიდნენ, ხოლო ნორმანების ძალების მხოლოდ ნახევარი იყო ქვეითი, დანარჩენი თანაბრად იყოფოდა კავალერიასა და მშვილდოსნებს შორის. როგორც ჩანს, ჰაროლდმა სცადა უილიამის გაოცება, მაგრამ სკაუტებმა იპოვეს მისი ჯარი და შეატყობინეს მისი ჩამოსვლა უილიამს, რის შემდეგაც ჰასტინგსიდან ბრძოლის ველზე გაემართა ჰაროლდის დასაპირისპირებლად. ბრძოლა დილის 9 საათზე დაიწყო და დაღამებამდე გაგრძელდა. ნორმანებმა სცადეს ინგლისელების ხაზის გარღვევა მაგრამ ვერ შეძლეს. ამიტომაც ნორმანებმა ცრუ უკანდახევის მანევრი განახორციელეს და შემდეგ დადევნებულ ინგლისელებს უკან შეუტიეს. ჰაროლდის სიკვდილმა, სავარაუდოდ, ბრძოლის დასასრულს, გამოიწვია მისი ჯარის უმეტესი ნაწილის უკანდახევა და დამარცხება. შემდგომი ლაშქრობისა და გარკვეული შეტაკებების შემდეგ, უილიამი მეფედ აკურთხეს 1066 წლის შობის დღეს.
გრძელდებოდა აჯანყებები და წინააღმდეგობა უილიამის მმართველობის წინააღმდეგ, მაგრამ ჰასტინგსმა ფაქტობრივად დაასრულა უილიამის მიერ ინგლისის დაპყრობის კულმინაცია. დაღუპულთა რიცხვი ძნელი დასადგენია, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსის შეფასებით, 2000 ნორმანი დაიღუპა და დაახლოებით ორჯერ მეტი ინგლისელი. უილიამმა დააარსა მონასტერი ბრძოლის ადგილზე, სააბატო ეკლესიის მაღალი საკურთხეველი, სავარაუდოდ, იმ ადგილას, სადაც ჰაროლდი გარდაიცვალა.