ნორმანდიის საჰერცოგო

ნორმანდიის საჰერცოგო — საჰერცოგო თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე 911-1469 წლებში. მდებარეობდა ლა-მანშის სრუტის ნაპირას და ესაზღვრებოდა ბრეტანი, მენის საგრაფო, ორლეანი, ილ-დე-ფრანსი და პიკარდია. ამჟამად ყოფილი საჰერცოგოს ტერიტორია შედის ზემო (ზღვისპირა სენა და ერის დეპარტამენტი) და ქვემო ნორმანდიის (ორნი, მანში და კალვადოსის დეპარტამენტი) შემადგენლობაში.

ნორმანდიის საჰერცოგო
Duché de Normandie

საჰერცოგო

911 — 1469
 

 

გერბი

ნორმანდიის ისტორიული საზღვრები
დედაქალაქი რუანი
ენა ლათინური, ნორმანდიული
რელიგია კათოლიციზმი

900 წლისთვის ფრანკთა სამეფო სამ ნაწილად იყო დაშლილი. მათ შორის ყველაზე დიდი საფრთხე დასავლეთ სამეფოს დაემუქრა. 900 წელს ვიკინგები ლა-მანშის სანაპიროზე გადასხდნენ, დაიპყრეს ტერიტორია და იწყეს დასახლებების შექმნა. 900-911 წლებში ამ ტერიტორიაზე უამრავი ვიკინგი დასახლდა. სწორედ აქედან მოდის სახელწოდება ნორმანდია (ცნობილია, რომ ვიკინგებს დასავლეთ ევროპაში ჩრდილოეთის ნორმანებს უწოდებდნენ). ამ ტერიტორიაზე დასახლებულმა ვიკინგებმა ქრისტიანობა მიიღეს და ჩამოაყალიბეს საჰერცოგო. ისინი ებრძოდნენ მეზობელ საჰერცოგოებს: ბრეტანსა და ბურგუნდიას. XI საუკუნიდან ნორმანდიის საჰერცოგომ გაძლიერება იწყო. განსაკუთრებით გაძლიერდა ჰერცოგების რობერტისა (1027-1035 წწ.) და უილიამ II-ის მმართველობის დროს. 1035 წელს ჰერცოგი რობერტი წმინდა მიწიდან დაბრუნებისას გარდაიცვალა. ტახტი მისმა ვაჟმა უილიამ II-მ დაიკავა. უილიამი თავიდან ბრეტანს ებრძოდა, ხოლო 1065 წლიდან ინგლისის დაპყრობა გადაწყვიტა. 1066 წლის 14 ოქტომბერს ჰასტინგზის ბრძოლაში მან დაამარცხა და მოკლა ინგლისის უკანასკნელი საქსონი მეფე ჰაროლდ II. ამის შემდეგ იგი ინგლისის მეფე გახდა და ქვეყანას 1087 წლამდე მართავდა, ასევე იყო ნორმანდიის ჰერცოგიც. ინგლისის დაპყრობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საჰერცოგოს გაძლიერებაში. მაგრამ ნორმანი დამპყრობლების იმპერიამ უდიდეს მასშტაბებს უილიამის ძმის ჰენრი I-ის (1106-1135 წწ.) დროს მიაღწია. 1127 წელს ნორმანებმა აღადგინეს კონტროლი მალტაზე, ხოლო 1130 წელს ნორმანი გრაფი როჯერ II სიცილიის სამეფოს პირველი ნორმანი მეფე გახდა. ნორმანი გვარის მეფეები ინგლისს 1154 წლამდე მართავდნენ. ხოლო სიცილიის სამეფოს 1204 წლამდე. 1130 წლისთვის ნორმანთა ხელში იყო: საჰერცოგოს მიწა, ინგლისის სამეფო, მალტა, კ. სიცილია და სამხრეთ იტალია. ასეთი იყო ნორმანდიის საჰერცოგო ძლიერების ზენიტში. 1200 წლიდან საჰერცოგო დასუსტდა. ხოლო ასწლიანი ომის პერიოდში ხელიდან ხელში გადადიოდა. ბოლოს საფრანგეთის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Duchesne, Historiae Normannorum scriptores autiqui. — პარიზი, 1619;
  • Michel, Chroniques anglo-normandes. — რუანი, 1836;
  • Lonbe, «Histoire du duché de N.» (რუანი, 1814); Liquet, «Histoire de la N.»;
  • Depping, «Histoire des expéditions maritimes des Normands et de leur établissement en France au X siècle» (პ., 1844);

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება