ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰასან ორანჯი ან „მომღერალი მკვლელი“ (სპარს. حسن اورنگی; დ. 1925 – გ. 2 დეკემბერი, 1952) — ირანელი სერიული მკვლელი და მოსამსახურე, რომელმაც თანამზრახველ აბას ალი ზარიფიანთან ერთად, გააუპატიურა და მოკლა 62 ქალი მეშჰედში 1945 წლიდან 1951 წლამდე. დაპატიმრების შემდეგ ორანჯი გასამართლდა, დამნაშავედ ცნეს, სიკვდილით დაისაჯა და მოგვიანებით დახვრიტეს, ზარიფიანს კი დანაშაულში მონაწილეობისთვის 15 წელი მიუსაჯეს.

ჰასან ორანჯი
სერიული მკვლელი
ნამდვილი სახელი ჰასან ორანჯი
დაბ. თარიღი 1925
დაბ. ადგილი ირანი
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1952
მეტსახელი „მომღერალი მკვლელი“
მეუღლე(ები) აბას ალი ზარიფიანი
დაპატიმრების თარიღი 1951
წაყენებული ბრალდება მკვლელობა
განაჩენი სიკვდილით დასჯა
მსხვერპლის რაოდენობა 62
მკვლელობის მეთოდი გაგუდვა
მკვლელობების არეალი მეშჰედი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ცოტა რამ იყო ცნობილი ორანჯის ცხოვრების შესახებ მის დანაშაულებამდე. დაიბადა 1925 წელს სოფელ ესმაილაბადში, ღარიბ ოჯახში. ადრეული ასაკიდანვე მეგობრობდა სხვა ბიჭთან სახელად აბას ალი ზარიფიანთან, რომელიც 10 წლით უფროსი იყო მასზე.

მოზრდილ ასაკში, ორანჯი შეუერთდა არმიას, მაგრამ მოგვიანებით დატოვა არმია უნებართვოდ და გადავიდა მაშჰადში. იქ ზარიფიანის დახმარებით ცხოვრობდა გაჭირვებული ქალებისა და პროსტიტუტების ცემითა და გამოძალვით, რომლებსაც საბოლოო ჯამში კლავდა.[1]

მკვლელობები

რედაქტირება

ორანჯი და ზარიფიანი მოქმედებდნენ შემდეგნაირად: ეძებდნენ მოწყვლად ქალებს ან მეძავებს, როდესაც აირჩევდნენ მსხვერპლს, იტყუებდნენ მას იზოლირებულ ადგილას, სადაც გააუპატიურებდნენ და შემდეგ კი ახრჩობდნენ შარფით ან ცხვირსახოცით.[2] ეს მკვლელობები ჩაიდინეს მეშჰედის ტერიტორიაზე, სხეულები ძირითადად იპოვნეს ჰოსეინ-აბადში, ბალახანის უბანში, ნახრისის ქარხნის წინ, ნავთის კომპანიის უკან მოღადამ ტაბარსის მოედანზე, მოჰამედ აბადის მინდორზე, არტილერიის მოედანზე, კოჰ-სანგის უკან, თეირანის ძველ გზაზე, მოსლის უბანში და აბკოჰის შაქრის ქარხანასთან.[2]

პირველი მკვლელობა მოხდა 1945 წლის ზამთარში, რასაც მოჰყვა 61 მსგავსი მკვლელობა 1951 წლამდე. მედია ინტენსიურად აშუქებდა ქალების მკვლელობებს და ამის არსებობამ ზოგიერთ ცრუმორწმუნე ადამიანებს აფიქრებინა რომ ასგარ მკვლელი მკვდრეთით აღდგა და დაეპატრონა ვიღაცას, რომელმაც განაახლა მკვლელობები.

მცდარი დაპატიმრება

რედაქტირება

1951 წლის დასაწყისში, ჩაჰარის პოლიციის სადგურის ოფიცრებმა ეჭვი მიიტანეს კაცზე სახელად ქურბან სიდზე. მას შემდეგ, რაც დაიჭირეს და წამებით დაკითხეს, კაცმა აღიარა, რომ მოკლა პირველი მსხვერპლი 1945 წელს და შემდეგ აღიარა, რომ მოკლა ბოლო მსხვერპლიც, რომელიც იპოვნეს ცხვირსახოცით დახრჩობილი.[3]

თუმცა, ქურბანის ზოგიერთი განცხადება დაკითხვის დროს არ ემთხვეოდა თეირანის სამედიცინო გამომცდელების მიერ მოწოდებულ გვამის გასინჯვის ანგარიშებს, რამაც ზოგიერთი დააეჭვა. საბოლოო ჯამში გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ მას აქვს ილუზიები და აშკარად ავად იყო. ამის გამო მას მოუხსნეს ბრალდება და გაათავისუფლეს.[3]

ბოლო მკვლელობა, გამოძიება და დაპატიმრება

რედაქტირება

1951 წლის 27 მარტს, ადგილობრივი ჯალათის, სახელად ალი აქბარ ხან ხოსრავის მიერ დაწერილი წერილი გაეგზავნა ხორასანის მუნიციპალიტეტის სამმართველოს პოლიციის უფროსს, პოლკოვნიკ მოჰამად ხათამს.[4] მასში ხოსრავი აცხადებდა, რომ აბკოჰის შაქრის ქარხანის გვერდით მიდიოდა, როდესაც წააწყდა გარდაცვლილი ქალის სხეულს და სთხოვა პოლიციას გამოძიება.[4]

წერილის მიღებისთანავე პოლიციის ოფიცრები გაემგზავრნენ ადგილის დასაზვერად, სადაც იპოვნეს ახალგაზრდა ქალის სხეული, რომელიც სავარაუდოდ დახრჩობილი იყო ცხვირსახოცით.[4] გარდაცვლილის ფოტოების გადაღებისა და პოლიციის დანაყოფში გავრცელების შემდეგ, ერთმა პოლიციელმა ამოიცნო ქალი, 26 წლის ბიბი ნოღანი. გამომძიებლებმა გამოკითხეს მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნოღანი ორჯერ იყო განქორწინებული და ცნობილი იყო მრავალი საყვარლის ყოლით, რამაც გამომძიებლები დაარწმუნა, რომ იგი ერთ-ერთმა მათგანმა მოკლა.[4]

მაშჰადში ყველა საეჭვო კაცის ძიებისას ოფიცრებმა გაიგეს 26 წლის ორანჯის შესახებ, რომელიც ცნობილი იყო როგორც ჯარიდან გაქცეული დამნაშავე, რომელიც ქალებზე ძალადობდა.[5] მალე მოიძიეს ქალი სახელად გოლთაბანი, რომელმაც განაცხადა, რომ ორანჯიმ სცადა მისი გაუპატიურება და დახრჩობა, მაგრამ მან დასახმარებლად იყვირა და გამვლელებმა გადაარჩინეს. 7 აპრილს, ორი დეტექტივი და ერთი პოლიციელი არაოფიციალურ ტანსაცმელში გამოწყობილები წავიდნენ აფიონის სახლში ზაბლიხის უბანში, სადაც ორანჯი ცხოვრობდა.[5] როდესაც იქ მივიდნენ, დეტექტივებმა მაშინვე შენიშნეს ორანჯი, რომელმაც გამორთო ნავთის ლამპა და სცადა დამალვა, მაგრამ დეტექტიებმა, რომლებსაც ფანრები ჰქონდათ გაანათეს ოთახი და დააპატიმრეს. ამ დროს გაირკვა, რომ იგი დამოკიდებული იყო ოპიუმზე და რეგულარულად იყენებდა მეძავების მომსახურებას.[5]

აღიარებები

რედაქტირება

საწყის დაკითხვაზე, ორანჯი უარყოფდა, რომ იცნობდა ნოღანს, მაგრამ საბოლოოდ აღიარა რომ მას იცნობდა.[5] შემდეგ აუხსნა, რომ სინამდვილეში მისმა მეგობარმა აბასმა მოკლა იგი, რისთვისაც იგი დააპატიმრეს მომდევნო დღეს. მასთან დაპირისპირებისას, აბასის ცრემლები წამოუვიდა და აღიარა, რომ დაეხმარა მოეკლა არა მხოლოდ ნოღანი, არამედ სხვა ქალებიც 1945 წლიდან. მის ვერსიაში, მთავარი მკვლელი იყო მისი მეგობარი ორანჯი, ხოლო თვითონ იყო მხოლოდ დამხმარე.[6]

დაკითხვის სპეციალისტებმა ორანგის მრავალჯერ სთხოვეს სიმართლე ეთქვა, რის შედეგადაც მან თქვა, რომ მზად იყო ეღიარებინა ის, რაც ნამდვილად მოხდა, თუ მათ მისცემდნენ საშუალებას დაეწერა თავისი დანაშაულები.[6] გადაწყვიტეს მისი მოთხოვნების შესრულება, ორანგიმ დაწვრილებითი დაწერა აღიარება იმის შესახებ, თუ როგორ მოკლა ნოღანი. ეს შემდგომ შეადარეს ზარიფიანის აღიარებებთან და დამატებითი გადახედვის შემდეგ, გამოძიებლებმა დაასკვნეს, რომ ორანგი იყო მთავარი მკვლელი, ხოლო ზარიფიანი ეხმარებოდა მას.[6] თავის წერილობით აღიარებებში, ორანჯიმ განაცხადა, რომ სურდა გაეწმინდა მსოფლიო კორუფციისგან, გარდა ამისა ისწრაფოდა სახელის მოპოვებისაკენ საშინელი დანაშაულების გზით. იმ ფაქტის გამო, რომ ზოგჯერ მღეროდა სიმღერებს მსხვერპლების მოკვლამდე, მას შეარქვეს „მომღერალი მკვლელი“.[1]

სიკვდილის განაჩენი და სიკვდილით დასჯა

რედაქტირება

ორანჯი ფიქრობდა, რომ არ მიუსჯიდნენ სიკვდილით დასჯას, რადგანაც სჯეროდა, რომ ხალხი არ იღელვებდა „მორალურად სუსტი“ ქალების სიკვდილზე.[1] სანაცვლოდ, იგი დამნაშავედ ცნეს ყველა პუნქტში და მიუსაჯეს ჩამოხრჩობა, ხოლო ზარიფიანს 15 წლიანი პატიმრობა მკვლელობაში დახმარებისთვის. პატიმრობის დროს, იგი იმყოფებოდა იზოლაციაში.[1]

მისი სიკვდილის თარიღად დათქვეს 1951 წლის 2 დეკემბერი და როდესაც დარაჯები მიუახლოვდნენ პატიმარს რათა წაეყვანათ, ორანჯიმ ტირილი დაიწყო. სიკვდილით დასჯამდე ბოლო წუთებში, ორანჯიმ ითხოვა, რომ შეხვედროდა თავის მამიდას და პატარა ძმას, მაგრამ რადგანაც მისი ძმა ვერ იპოვეს, მხოლოდ მამიდა მოიყვანეს.[1] ორანჯიმ გადასცა მას თავისი ანდერძი, რომელშიც სთხოვდა რომ მისი პატარა ძმა არ გამხდარიყო მისნაირი; მცირე ხნის შემდეგ, იგი გაიყვანეს სავაჭრო მოედანზე და ჩამოახრჩვეს ხალხის თვალწინ.[1]

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, აბას ალი ზარიფიანიმ დატოვა მეშჰედი და აღარ დაბრუნებულა, რის გამოც მისი ბედი გაურკვეველია.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Homa Saadatmand (December 11, 2018). „قاتل آوازه‌خوان“ [The Singing Killer]. Shahrara News (სპარსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — February 12, 2024.
  2. 2.0 2.1 „شبح "اصغر قاتل" پشت کوهسنگی!“ [The ghost of 'Asghar the Murderer' beyond the mountains]. Khorasan News (სპარსული). October 9, 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 12, 2024.
  3. 3.0 3.1 „حسن اورنگی مخوف‌ترین قاتل سریالی زنان در مشهد که بود؟“ [Who was the most feared serial killer of women in Mashhad, Hassan Orangi?]. Ghatreh (სპარსული). December 8, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 12, 2024.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 „چگونه پرده از جنایات اصغر قاتل دوم در مشهد برداشته شد؟ / دیروز از جلوی کارخانه قند آبکوه عبور می‌کردم که نعش زنی را مشاهده کردم ...“ [How was the veil removed from the second Asghar the Murderer in Mashhad? / Yesterday I was passing in front of the Abkoh Sugar Factory when I saw a body...]. Entekhab (სპარსული). May 28, 2021. p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 13, 2024.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 „چگونه پرده از جنایات اصغر قاتل دوم در مشهد برداشته شد؟ / بالاخره حسن سرباز در شیره‌کش‌خانه دستگیر شد“ [How was the veil removed from the crimes of the second Asghar the Murderer in Mashhad? / Finally, Hassan Orangi was arrested at the opium den]. Entekhab (სპარსული). May 29, 2021. p. 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 12, 2024.
  6. 6.0 6.1 6.2 „چگونه پرده از جنایات اصغر قاتل دوم در مشهد برداشته شد؟ / اعتراف جانیان“ [How was the veil removed from the crimes of the second Asghar the Murderer in Mashhad? / Zarifian's confession]. Entekhab (სპარსული). May 30, 2024. p. 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 13, 2024.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰასან_ორანჯი“-დან