ჰასან მირზა
ჰასან მირზა ან ჰასან მირზაევი (აზერ. Həsən İbrahim oğlu Mirzəyev; დ. 26 ნოემბერი, 1927, ქოვუშუხი (დღ. ჰერმონი) — გ. 25 თებერვალი, 2015, ბაქო) — აზერბაიჯანელი ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თურქოლოგი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებული მეცნიერი, პროფესორი.[1] აზერბაიჯანის აშუღთა გაერთიანების წევრი (2008-2015).[2]
ჰასან მირზა | |
---|---|
Həsən Mirzə | |
დაბ. თარიღი | 26 ნოემბერი, 1927 |
დაბ. ადგილი | ქოვუშუხი, სომხეთის სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 25 თებერვალი, 2015 (87 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო, აზერბაიჯანი |
დასაფლავებულია | საპატიო დაკრძალვის II ხეივანი ბაქოში |
მოქალაქეობა |
სსრკ → აზერბაიჯანი |
საქმიანობა | უნივერსიტეტის პროფესორი |
ალმა-მატერი | აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგური ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
სამეცნიერო წოდება | პროფესორი |
ჯილდოები | |
საიტი | hasanmirza.az |
სამეცნიერო სფერო | ფილოლოგია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1927 წლის 26 ნოემბერს, სოფელ ქოვუშუხში (დღ. ჰერმონი). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1948–1950 წლებში, სწავლობდა ნახეჩევანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში; 1951–1955 წლებში კი აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.[3]
1950 წელს მშობლიური სოფლის საშუალო სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. 1955 წლიდან განათლების რაიონული განყოფილების ინსპექტორიც იყო. 1957–1959 წლებში მუშაობდა სკოლის დირექტორად. 1959–1962 წლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგურ ინსტიტუტში აზერბაიჯანულ ენათმეცნიერებაში გადიოდა ასპირანტურას, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე აქ მუშაობდა. მრავალი წლის განმავლობაში ეკავა მასწავლებლის, უფროსი მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის, კათედრის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობები.
1965 წელს მიენიჭა კანდიდატის წოდება; 1988 წელს წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1990 წელს მიიღო პროფესორის წოდება.
დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანის ფილოლოგიის მეცნიერების განვითარებაში. ცნობილი იყო მთელი რიგი გამოკვლევებით ენათმცოდნეობის სხვადასხვა პრობლემების შესახებ. გამოქვეყნებულია აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 25 წიგნი და დაახლოებით 10 სახელმძღვანელო. ამავე დროს, მუდმივად იყო დაკავებული მხატვრული შემოქმედებით.
№22-ე საარჩევნო ოლქიდან (ბინაგადი) აირჩიეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის პირველი მოწვევის დეპუტატად. 2002 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განკარკულებით დაჯილდოვდა დიდების ორდენით, 2007 წელს კი მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული მეცნიერის საპატიო წოდება.[4]
გარდაიცვალა 2015 წლის 25 თებერვალს,ბაქოში.[5]
შემოქმედება
რედაქტირება- "Azərbaycan dilində sadə feillər". Bakı, 1984, 126 səh. (K. A. Məmmədova ilə birlikdə).
- "Hanı o səndəki el, Dərələyəz" Bakı. Elm 2007. 800 səh. şəkilli
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Həsən Mirzə - "XƏBƏR AL, DEYİM" şeiri დაარქივებული 2019-10-20 საიტზე Wayback Machine.
- Səksənillik alim və ictimai xadim ömrü[მკვდარი ბმული]
- Azərbaycan Aşıqlar Birliyi: Ozan dünyası. №4(11) az. "Ozan dünyası" jurnalı (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-20. ციტირების თარიღი: 2017-05-18.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Dilçi-türkoloq, professor Həsən Mirzəyevin 80 illik yubileyi qeyd olundu[მკვდარი ბმული]
- ↑ Həsən Mirzə vəfat edib az. აზერბაიჯანის აშუღთა გაერთიანება. azab.az (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-20. ციტირების თარიღი: 2015-03-03.
- ↑ Buludxan Xəlilov, ŞƏRƏFLİ ÖMÜR YOLU დაარქივებული 2016-08-11 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. გაზეთი „ოზან დუნიასი“, №1(22). 2015.
- ↑ Pedaqoq, alim həm də şair[მკვდარი ბმული]
- ↑ AZƏRBAYCAN ELMİNƏ AĞIR İTKİ დაარქივებული 2016-08-11 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. გაზეთი „ოზან დუნიასი“ №1(22). 2015.