ჰარუმა მიურა (იაპონ.三浦 春馬; მიურა ჰარუმა, 5 აპრილი, 1990[1]18 ივლისი, 2020[2]) — იაპონელი მსახიობი და მომღერალი. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა სატელევიზიო დრამაში აგრი (1997) და პოპულარული გახდა ფილმ კოიზორაში (2007) მონაწილეობის შემდეგ, რისთვისაც მოიგო წლის ახალბედას ჯილდო იაპონიის ფილმის აკადემიის 31-ე დაჯილდოებაზე. მომდევნო წლებში აღსანიშნავია, რომ მონაწილეობა მიიღო გოკუსენის მე-3 სეზონში (2009), ასევე ფილმებში: სისხლიანი ორშაბათი (2009), ნაოკო (2009), კიმი ნი ტოდოკე (2010), ბოლო კონკია (2010), ბოკუ ნო იტა ჯიკან (2013), მარადიული ნული (2013), ტიტანებზე შეტევა (2015), გინტამა 2 (2018) და ორი კვირა (2019). ის ასევე მონაწილეობდა მომხიბვლელი ფეხსაცმლის მიუზიკლის იაპონურ ვერსიაში (2016) ლოლას როლში, რისთვისაც მიიღო საუკეთესო ახალი მსახიობისა და ჰარუკო სუგიმურას ჯილდო იომიურის თეატრის 24-ე დაჯილდოებაზე. გარდა მისი სამსახიობო კარიერისა, მიურას ჰქონდა დებიუტი მომღერლის ამპლუაში 2019 წელს სინგლით „Fight for Your Heart“, რასაც მოჰყვა სინგლი „Night Diver“ 2020 წელს.

ჰარუმა მიურა

მიურა ფან შეხვედრაზე 2019 წლის აგვისტოში
დაბადების სახელი 三浦 春馬
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1990 (1990-04-05) (34 წლის)
ცუტიურა, იბარაკი, იაპონიის დროშა იაპონია
გარდაცვალების თარიღი 18 ივლისი, 2020 (30 წლის)
გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა
ეროვნება იაპონელი
მოქალაქეობა იაპონია
ეთნიკურად იაპონელი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური

1997 - 2020

  • მსახიობი
  • მომღერალი
საიტი artist.amuse.co.jp/artist/miura haruma/

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 三浦春馬のプロフィール. ORICON NEWS. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2021
  2. „俳優の三浦春馬さん死亡…自宅で自殺か、「本当に残念」“. yomiDr./ヨミドクター(読売新聞) (იაპონური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-18. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)