ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰარუკო ობოკატა (იაპ. 小保方 晴子, Obokata Haruko; დ. 1983 წლის 25 სექტემბერი) — ღეროვანი უჯრედების ყოფილი  მკვლევარი-ბიოლოგი, იაპონიის ღეროვანი უჯრედების კვლევითი ცენტრ RIKEN-ის (ფიზიკა-ქიმიის კვლევითი ინსტიტუტი) განვითარების ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ობოკატა ამტკიცებდა, რომ შეიმუშავა სტიმულირების მარტივი გზა პლურიპოტენციური უჯრედების (STAP) მისაღებად, რომელიც შეიძლება გაიზარდოს რბილ ქსოვილზე სხეულის ნებისმიერ ადგილზე. თუმცა,გაჩნდა მოსაზრება, რომ RIKEN-ის სტატიებში გამოყენებული იყო სურათები, რომლებიც გამოქვეყნდა სტატიებში  STAP უჯრედების აღმოჩენის შესახებ.  2014 წლის STAP უჯრედების სკანდალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეცნიერო სკანდალი გახდა მსოფლიოში, შონის სკანდალთან და ჰვანგ ვუ-სოკის კლონირების ექსპერიმენტებთან ერთად.[1][2]

ჰარუკო ობოკატა
小保方 晴子
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი 1983
დაბ. ადგილი იაპონია, ტიბას პრეფექტურა, მაცუდო
მოქალაქეობა იაპონიის დროშა იაპონია
საქმიანობა ღეროვანი უჯრედების მკვლევარი
მუშაობის ადგილი RIKEN
ალმა-მატერი ვასედას უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ესიკი სასაი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერებათა ბაკალავრიატი (2006), მაგისტრი (2008) და ფილოსოფიის დოქტორი.

ადრეული წლები და კარიერა

რედაქტირება

ობოკატა დაიბადა ქალაქ მაცუდოში, ჩიბას პრეფექტურაში (იაპონია) 1983 წელს. იგი შევიდა ტოჰოს უნივერსიტეტთან არსებულ  უმაღლეს სკოლაში , შემდეგ დაამთავრა ვასედას უნივერსიტეტი. ვასედას უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინჟინერიის სკოლაში ობოკატამ მიიღო ბაკალავრის ხარისხი გამოყენებით ქიმიაში,  2006 წელს —  მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2008 წელს —მაგისტრის ხარისხი გამოყენებით ქიმიაში.

მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ობოკატამ განაგრძო ღეროვანი უჯრედების და რეგენერაციული მედიცინის შესწავლა მოწინავე ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და მეცნიერების ინსტიტუტში. შემდეგ ორი წელი ეწეოდა კვლევით საქმიანობას ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში, ბოსტონში, ჩარლზ ვაკანტის ხელმძღვანელობით, ვიდრე არ  დაბრუნდა ვასედას უნივერსიტეტში საინჟინრო ხარისხის მისაღებად. [3]

2014 წლის ოქტომბერში, ვასედას უნივერსიტეტის მიერ დანიშნულმა საგამოძიებო კომიტეტმა ობოტაკას ერთი წელი მისცა, რათა გადაეხედა სადოქტორო დისერტაციისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხარისხს დაკარგავდა. ერთი წლის შემდეგ, ვასედას უნივერსიტეტმა ობოკატას სადოქტორო ხარისხის ანულირება მოახდინა.[4]

ობოკატა გახლდათ მოწვეული მკვლევარი RIKEN-ის განვითარების ბიოლოგიის ცენტრში 2011 წელს და 2013 წელს დაინიშნა უჯრედული რეპროგრამირების ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 2014 წელს მან გამოაქვეყნა ორი ნაშრომი ჟურნალ Nature-ში.

სკანდალი

რედაქტირება

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირაში გაჩნდა კითხვები ობაკატას ნაშრომის მართებულობის შესახებ. პროფესორმა ტერუჰიკო ვაკაიამამ ობოკატას შესთავაზა ნაშრომების ამოღება და ხელახლა გაგზავნა. ამ საკითხზე გამოძიება იაპონიის სამთავრობო კვლევითმა ინსტიტუტმა Riken-მაც დაიწყო. ღეროვანი უჯრედების კრიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს, რომ გამოქვეყნებულ ნაშრომებში გამოსახულებები თითქმის იდენტური იყო ობაკატას სადოქტორო დისერტაციაში გამოქვეყნებული გამოსახულებებისა, რომლებიც სრულიად განსხვავებულ პროექტებში იყო წარმოდგენილი.  1 აპრილს RIKEN-მა ობოკატა დამნაშავედ ცნო მეცნიერულ გადაცდომებში მის წინააღმდეგ წაყენებული ექვსი ბრალდებიდან ორზე.

2014 წლის 4 ივნისს ობოკატამ თანხმობა განაცხადა 2014 წლის დასაწყისში Nature-ში გამოქვეყნებული ორივე ნაშრომის ამოღებაზე.

2014 წლის ივლისში, ობოკატას უფლება მიეცა, შეერთებოდა RIKEN-ის ძალისხმევას მისი საწყისი შედეგების გადამოწმების მიზნით მესამე მხარის ზედამხედველობის ქვეშ გაემეორებინა საკუთარი კვლევა თაგვის ელენთის გენმოდიფიცირებული უჯრედების გამოყენებით,, თუმცა ვერ შეძლო დაემკიცებინა კვლევის მართებულობა.[5][6]

2014 წლის 5 აგვისტოს ობოკატას ხელმძღვანელმა და თანაავტორმა იოშიკი სასაიმ თავი მოიკლა.

2014 წლის დეკემბერში ობოკატამ განცხადება გააკეთა RIKEN-დან წასვლის შესახებ.[7][8]

  1. Goodyear, Dana; The Stress Test; New Yorker;
  2. Momoko, Suda, "[1] Archived November 9, 2015, at the Wayback Machine", "Mainichi Shimbun", 30 October 2015 იაპ.
  3. Rasko, John; Power, Carl; What pushes scientists to lie? The disturbing but familiar story of Haruko Obokata; The Guardian; [2]
  4. Rasko, John; Power, Carl; What pushes scientists to lie? The disturbing but familiar story of Haruko Obokata; The Guardian; [4]
  5. Ishii, Shunsuke et al. (March 31, 2014) Report on STAP Cell Research Paper Investigation. riken.jp
  6. Normile, Dennis; Vogel, Gretchen (March 10, 2014). "Retraction Request Made as More Questions Swirl Around Simple Stem Cell Method". news.sciencemag.org.
  7. "RIKEN Center for Developmental Biology (CDB): CDB welcomes two new laboratories" (PDF). RIKEN Center for Developmental Biology. April 4, 2013.
  8. Rasko, John; Power, Carl; What pushes scientists to lie? The disturbing but familiar story of Haruko Obokata; The Guardian; [3]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰარუკო_ობოკატა“-დან