ჰარლოს ბრძოლა

ბრძოლის ადგილზე 1911 წელს აღმართული მონუმენტი.
თარიღი 24 ივლისი, 1411
მდებარეობა ინვერური, შოტლანდია
შედეგი ტაქტიკური გაჭიანურება; რობერტ სტიუარტის სტრატეგიული გამარჯვება.
მხარეები
აბერდინელი აზნაურობა კუნძულების სამეფო
მეთაურები
რობერტ სტიუარტი დონალდ მაკდონალდი
ძალები
რამდენიმე ათასი 10 000
დანაკარგები
600 900

ჰარლოს ბრძოლა (ინგლ. Battle of Harlaw, შოტ.-გელ. Cath Ghairbhich) — ბრძოლა შოტლანდიის მთის კლანებსა და სამეფო ხელისუფლებას შორის, რომელიც ცდილობდა დაემყარებინა კონტროლი შოტლანდიის მთიანეთზე. გაიმართა 1411 წლის 24 ივლისს.

შოტლანდიაში რობერტ სტიუარტის მმართველობის პერიოდში დაიწყო გელურ რეგიონში, შოტლანდიის მთიანეთის ცენტრალურ ხელისუფლებაში შეღწევა, აქ ტრადიციულად ბატონობდა კლანური წყობილება და პატრიარქალური წყობა. 1402 წელს გრაფ როსის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ხელისუფლებისათვის ბრძოლა. ოლბანის ჰერცოგსა და კუნძულების ლორდ დონალდ მაკდონალდს, შოტლანდიის მთიანეთის უდიდეს მაგნატს შორის. ოლბანის ჰერცოგი შეეცადა დაერწმუნებინა თავისი შვილი ჯონი, რათა ცოლად მოეყვანა გრაფ როსის ქვრივი. ამის პასუხად დონალდ მაკდონალდი მთის კლანების ჯარით შეიჭრა როსში და დაიკავა სამეფო ციხესიმაგრე ინვერნესი. ამის შემდეგ არმია დაძრა აღმოსავლეთით აბერდინისკენ. აბერდინიდან 20 მილის მანძილზე მას გზა ოლბანის ჰერცოგის ძმისშვილმა ალექსანდრემ გადაუჭრა.

1411 წლის 24 ივლისს ჰარლოსთან გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა ორ კულტურას, გელურ ენაზე მოსაუბრე მთიელებსა და შოტლანდიელებს, შორის. ისტორიული წყაროები ომის მიმდინარეობის შესახებ სხვადასხვა ცნობებს გვაწვდიან. ყველა მონაცემის მიხედვით თავდაპირველად უპიურატესობა მაკდონალდის მხარეს ყოფილა, მაგრამ ორივე მხარეზე დიდი დანაკარგების შემდეგ მოწინააღმდეგეებმა უკან დაიხიეს. მთიელების ნარჩენი ჯარი ადვილად მოსპო ოლბანის ჰერცოგმა და როსზე კონტროლი აღადგინა.

ბრძოლის სამახსოვროდ შეიქმნა პოემა „ჰარლოს ბრძოლა“, რომელიც ძალიან პოპულარული იყო შუა საუკუნეების შოტლანდიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება