ჰარაბა-გილიანი
ძველი ქალაქი
ჰარაბა-გილიანი
| ||||||||||||
ჰარაბა-გილიანი (აზერ. Xarabagilan) — ძველი დიდი ქალაქის ნანგრევები, რომელიც განლაგებულია აზის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 კილომეტრის დაშორებით (აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპოუბლიკის ორდუბადის რაიონი).[1]
ამ ქალაქის შესახებ ლიტერატურაში თითქმის არანაირი ინფორმაცია არ არის შემონახული. ქალაქის შუაგულში ციხის ნანგრევებია. ქალაქის ციხის ნანგრევების, მავზოლეუმის, მეჩეთისა და მინარეთების გარდა ასევე შენარჩუნებულია წყალსადენები, რომლითაც ქალაქს მიეწოდებოდა წყალი მდინარე გილიანჩაიდან.[1]
ზოგიერთი მოგზაურის აზრით, ეს ქალაქი დაარსდა V საუკუნეში.
არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომლებიც ჩატარდა ჰარაბა-გილიანში, გამოავლინა სხვადასხვა სახის კერამიკული ნივთები, სპილენძის ნაკეთობები, ბრინჯაოს იარაღები, აბასიდური მონეტები, რაც მოწმობს ქალაქის კავშირზე ახლო და შუა აღმოსავლეთის სავაჭრო და სახელოსნო ცენტრებთან.[1]
ჰარაბა-გილიანი პირველად მონღოლების ბატონობის დროს დაინგრა, შემდგომ კი რიგი უცხოტომელთა შემოსევების გამო საბოლოოდ განადგურდა.[1]