ჰან კანი
ჰან კანი (კორ. 한강; დ. 27 ნოემბერი, 1970, ქ. კვანჯუ, სამხრეთი კორეა) — კორეელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (2024).
ჰან კანი | |
---|---|
კორ. 한강 კორ. 韓江 | |
დაბადების თარიღი | 27 ნოემბერი, 1970[1] [2] [3] (54 წლის) |
დაბადების ადგილი | Gwangju[4] |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი, ნოველისტი და პოეტი |
ენა | კორეული ენა |
მოქალაქეობა | სამხრეთი კორეა |
ალმა-მატერი | Yonsei University |
ჟანრი | რომანი, მოთხრობა და ესე |
Magnum opus | The Vegetarian, Human Acts, Greek Lessons და The White Book |
ჯილდოები | მენ ბუკერის საერთაშორისო პრემია[5] [6] [7] , ნობელის პრემია ლიტერატურაში[8] [9] , Emile Guimet Prize for Asian Literature[10] , მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის[11] , Yi Sang Literary Award[12] , Q130553019? და Ho-Am Prize in the Arts |
ხელმოწერა | |
საიტი | han-kang.net |
დაიბადა მწერლის ოჯახში. დაამთავრა იონსეს უნივერსიტეტის კორეული ენისა და ლიტერატურის განყოფილება (სეული, 1993). მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1993 წელს, პირველი მოთხრობა „მეწამული ღუზა“ — 1994 წელს, მოთხრობების პირველი კრებული „სიყვარული იონსეში“ — 1995 წელს. გამოქვეყნებული აქვს რომანები [„შავი ირემი“, 1998; „შენი ცივი ხელები“, 2002; „ვეგეტარიანელი“, 2007; „ქარი ქრის, წადი...“, 2010; „ბერძნულის გაკვეთილები“, 2011; „ბიჭი მოდის“ (ინგლისურ თარგმანში: „ადამიანთა ქმედებები“), 2014; „თეთრი“, 2016; „არ ვემშვიდობები“, 2021], მოთხრობებისა და ესების კრებულები.
განსაკუთრებული აღიარება მოუტანა რომანმა „ვეგეტარიანელი“ (2007; ბუკერის საერთაშორისო პრემია, 2016), რომელშიც მოთხრობილია მენტალური პრობლემების მქონე კორეელი ქალის და ოჯახთან და საზოგადოებასთან მისი ურთიერთობის ამბავი. 2024 წელს ჰან კანი გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველი სამხრეთკორეელი ლაურეატი „ღრმად ემოციური პოეტური პროზისთვის, რომელიც გვაჯახებს ისტორიულ ტრავმებს და აშიშვლებს ადამიანის ცხოვრების წარმავალობას“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰან კანის ოფიციალური ვებ-გვერდი
- Han Kang — Nobel Prize Outreach AB 2024.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ “딸이 쓴 문장에 질투심이 동했다”...아버지 한승원 작가의 고백 — Maeil Business Newspaper.
- ↑ Koreanerin Han Kang gewinnt Booker-Preis — შპიგელი.
- ↑ The Vegetarian — ბუკერის პრემია.
- ↑ Han Kang Wins Man Booker International Prize for Fiction With ‘The Vegetarian’ — ნიუ-იორკ ტაიმზი.
- ↑ The Nobel Prize in Literature 2024 — შვედეთის აკადემია.
- ↑ https://api.nobelprize.org/2.1/laureate/1042
- ↑ La Coréenne Han Kang, lauréate du prix Émile Guimet 2024 — Livres Hebdo.
- ↑ 2023 / Lauréats / 9 Novembre — მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის.
- ↑ Han Kang, la tragédie sous la poésie — Challenges.