ლარს ჰანსონი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰანსონი, ლარს)

ლარს ჰანსონი (შვედ. Lars Hanson; დ. 26 ივლისი, 1886, გეტებორგი — გ. 8 აპრილი, 1965, სტოკჰოლმი, შვედეთი) — შვედი მსახიობი. 1909 დაამთავრა სამეფო დრამატულ თეატრთან არსებული სკოლა (სტოკჰოლმი), 1922-იდან ამ თეატრის დასშია. საუკეთესო როლები შექმნა უილიამ შექსპირის ტრაგედიებში (რომეო — „რომეო და ჯულიეტა“, ჰამლეტი — „ჰამლეტი“, რიჩარდ III — „რიჩარდ III“, იაგო — „ოტელო“, ლირი — „მეფე ლირი“ და სხვა) და იუჰან სტრინდბერგის დრამებში (მამა — „მამა“, იუნასი — „ერიკ XIV“, კარლ XII — „კარლ XII“). იყო აგრეთვე შვედური კინოს წამყვანი მსახიობი, გადაღებულია ძირითადად რეჟისორ მორიც სტილერის ფილმებში.

ლარს ჰანსონი

ლარს ჰანსონი
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1886
გეტებორგი
გარდაცვალების თარიღი 8 აპრილი, 1965
სტოკჰოლმი, შვედეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1915-1965 წწ.
მეუღლე(ები) კარინ მულანდერი (1922-1965)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რედაქტირება