ჰანიბალ ლექტერი
ჰანიბალ ლექტერი (ინგლ. Hannibal Lecter) — გამოგონილი პერსონაჟი ტომას ჰარისის მიერ, რომელიც გამოჩნდა მის ნოველების სერიებში. ლექტერი პირველად გამოჩნდა თრილერ „წითელ დრაკონში“ როგორც შესანიშნავი ფსიქიატრი და კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელი.
პირველი ფილმი „ხალხზე მონადირე“ იყო დაფუძნებული ნოველა წითელ დრაკონზე. ფილმში ლექტერის როლი ითამაშა ბრაიან კოქსმა. 2002 წელს, ფილმის მეორე ადაპტაცია, რომელსაც ნოველის თავდაპირველი სახელი – „წითელი დრაკონი“ ერქვა, ლექტერის როლი ითამაშა ენტონი ჰოპკინზმა, რომელსაც მანამდე ეს როლი ნათამაშები ჰქონდა „კრავთა დუმილსა“ და „ჰანიბალში“. 1991 წელს, ჰოპკინზმა მოიგო კინოაკადემიის ჯილდო მისი შესრულებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ 16 წუთით გამოჩნდა ეკრანზე. 2003 წელს, ჰანიბალ ლექტერი (ჰოპკინზის განსახიერებით) ამერიკის კინოინსტიტუტმა დაასახელა ყველაზე სამახსოვრო ბოროტმოქმედად ფილმების ისტორიაში.