კრავთა დუმილი (ფილმი)

„კრავთა დუმილი“ (ინგლ. The Silence of the Lambs) — 1991 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც გადაღებულია ჯონათან დემის მიერ. ფილმში მონაწილეობენ ჯოდი ფოსტერი, ენტონი ჰოპკინზი, სკოტ გლენი, ტედ ლივინი, ენტონი ჰილდი და ბრუკ სმიტი. ფილმი გადაღებულია ტომ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმში აღსანიშნავია პერსონაჟი ჰანიბალ ლეკტერი, კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელი. დაცულია ფილმების ეროვნულ რეესტრში (2011).[2]

„კრავთა დუმილი“

თეატრალური გამოშვების პოსტერი
ჟანრი ფსიქოლოგიური თრილერი
რეჟისორი ჯონათან დემი
პროდიუსერი კენეტ უტი
ედუარდ საქსონი
რონ ბოზმენი
სცენარის ავტორი ტედ ტელი
როლებში ჯოდი ფოსტერი
ენტონი ჰოპკინზი
სკოტ გლენი
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
მონტაჟი ქრეი მაკკეი
სტუდია Orion Pictures
გამოსვლის თარიღი 30 იანვარი 1991 (NYC)
1 თებერვალი (LA)
14 თებერვალი (US)
ხანგრძლივობა 118 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $19 მილიონი[1]
შემოსავალი $272,742,922[1]
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

დასავლეთ ამერიკაში ფსიქოპატი იტაცებს და კლავს ახალგაზრდა ქალებს. გამოძიების ფედერალური ბიურო დარწმუნებულია, რომ ამას ერთი და იგივე ადამიანი აკეთებს. ამიტომ აგენტ კლარისა სტარლინგს ავალებენ შეხვდეს მანიაკ ტუსაღს, რომელიც შეძლებდა სერიული მკვლელის ფსიქოლოგიური მოტივების ახსნას. ტუსაღი – ფსიქიატრიის მეცნიერებათა დოქტორი ჰანიბალ ლექტერია, რომელიც მკვლელობისა და კანიბალიზმისათვის იხდის სასჯელს. ის თანხმდება სტარლინგს დახმარების გაწევაზე, თუმცა სანაცვლოდ სთოხვს, რომ აგენტმა უპასუხოს კითხვებს პირადი ცხოვრებისა და მძიმე ბავშვობის შესახებ. კლარისა თანხმდება შემოთავაზებაზე და ლექტერის დახმარებით სერიული მკვლელის კვალს დაადგება.

ჯილდოები

რედაქტირება

ოსკარი

BAFTA

ოქროს გლობუსი

ბერლინალე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება