ჰამლეტ გეგენავა
ჰამლეტ გეგენავა (დ. 10 ივლისი, 1935, სოფელი ნაჩხეტაური, სამტრედიის რაიონი — გ. 11 ნოემბერი, 2014) — ქართველი პოლიტიკოსი, სამხედრო პირი.
ჰამლეტ გეგენავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 ივლისი, 1935 |
დაბადების ადგილი | ნაჩხეტაური, სამტრედიის რაიონი |
გარდაცვალების თარიღი | 11 ნოემბერი, 2014 (79 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1957 წელს დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი, 1969 წელს თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და 1978 წელს საკავშირო ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.