ჰამილკარ ბარკა
ჰამილკარ ბარკა (გ. ძვ. წ. 229) — კართაგენის მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, ჰანიბალის მამა, მეტსახელად "ელვა" (Barca), ძვ. წ. 247 დანიშნეს კართაგენის ფლოტის სარდლად სიცილიაში. მას შემდეგ, რაც კართაგენის ფლოტი რომაელებთან ბრძოლაში დამარცხდა ეგადის კართაგებთან, ჰამილკარ ბარკამ ზავი დადო რომთან, ძვ. წ. 238 ჩაახშო დაქირავებული ჯარისკაცების, გაქცეული მონებისა და მოსახლეობის გაღარიბებული ფენების აჯანყება (ძვ. წ. 237-229). ილაშქრა ესპანეთში და დაიპყრო მისი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, დაიღუპა ჰელიკასთან (ახლანდელი ელჩე) ბრძოლის დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 598.
- Warry, John (1993). Warfare in The Classical World. Salamander Books Ltd.. ISBN 1-56619-463-6.
- Lancel, Serge (1997). Carthage A History. Blackwell Publishers. ISBN 1-57718-103-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰამილკარ ბარკა დაარქივებული 2008-09-14 საიტზე Wayback Machine.