ჰამზათ წადასა (დ. 9 აგვისტო, 1877, აული წადა, დაღესტნის რესპუბლიკა — გ. 11 ივნისი, 1951, მაჰაჩყალა) — ხუნძი საბჭოთა პოეტი, დაღესტნელი სახალხო პოეტი (1934), რასულ ჰამზათოვის მამა.

პოეტური მოღვაწეობა 1891 წელს დაიწყო. მისი ლექსების პირველი კრებულია „ცოცხი ადათებისა“ (1934). ავტორია პოემებისა „ჩემი ცხოვრება“, „თქმულება მწყემსზე“. აღსანიშნავია მისი კრებულები: „სამშობლოსათვის“, რომელშიც შესულია სამამულო ომის პერიოდის ლექესები და „რჩეული“, რომელსაც სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. წადასა წერდა დრამებს, კომედიებს, საბავშვო ლექსებსა და ზღაპრებს. მან თარგმნა ალექსანდრე პუშკინისა და ივანე კრილოვის ნაწარმოებები. იყო სსრკ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1965 წლიდან დაწესებულია მისი სახელობის ყოველწლიური რესპუბლიკური პრემია საუკეთესო დრამატული ნაწარმოებისთვის. აულ წადაში გახსნილია პოეტის სახელობის მუზეუმი.

ლიტერატურა

რედაქტირება