ჰაინრიხ ადოლფ შრადერი (გერმ. Heinrich Adolf Schrader; დ. 1 იანვარი, 1767, ალფელდი — გ. 22 ოქტომბერი, 1836, გეტინგენი) — გერმანელი ბოტანიკოსი, მიკოლოგი და ექიმი.

ჰაინრიხ ადოლფ შრადერი
გერმ. Heinrich Adolf Schrader
Heinrich Adolf Schrader 01.jpg
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1767(1767-01-01)[1]
დაბ. ადგილი ალფელდი
გარდ. თარიღი 22 ოქტომბერი, 1836(1836-10-22)[1] (69 წლის)
გარდ. ადგილი გეტინგენი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
მუშაობის ადგილი გეტინგენის უნივერსიტეტი

მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Schrad.[2]

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა 1767 წლის 1 ოქრომბერს, გერმანიის ქალაქ ალფელდში. 1794-1836 წლებში იყო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორი გეტინგენში. 1794-1802 წლებში იკავებდა პრივატ-დოცენტის თანამდებობას გეტინგემის უნივერსიტეტში, სადაც 1795 წელს მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1802 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი.

შრადერი არის დიდი ოდენობით ილუსტრირებული ნაშრომების ავტორი, როგორც გერმანიის ფლორის, ასევე სხვა უცხო ქვეყნების მცენარეების შესახებ. იგი აგრეთვე გამოსცემდა ბოტანიკურ ჟურნალებს — „Journal für die Botanik“ (1799—1819) და „Neues Journal für die Botanik“ (1806—1810).

1815 წელს შრადერი აირჩიეს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

ნაშრომებირედაქტირება

  • Spicilegium florae germanicae (Hanovre, 1794)
  • Sertum Hannoveranum (1795—1798), იოჰან კრისტოფ ვენდლანდთან ერთად.
  • Systematische Sammlung Cryptogamischer Gewächse (1796—1797)
  • Nova genera plantarum. Pars prima cum tabulis aeneis coloratis (Leipzig, 1797)
  • Preisschrift ueber die eigentliche Beschaffenheit und Erzeugue d. erdigen Bestandtheile in. d. verschiedenen inländischen Getreidearten. — Berlin, 1800.
  • Flora germanica (Beginn, 1806)
  • Hortus Gottingensis (1809)
  • Monographia generis Verbasci (1813—1823)

და სხვები.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. Schrad.. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021.