ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰაიმ რამონი (ებრ. ‏חיים רמון დ. 10 აპრილი, 1950, იაფა, ისრაელი) —ისრაელის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი (1992-1994), შინაგან საქმეთა მინისტრი 2-ჯერ (პირველად (1995-1996 ) მეორედ (2000-2001), იუსტიციის მინისტრი (2006), ქნესეთის რამდენიმე ( მე-11, მე- 12 , მე-13,მე- 14,მე- 15, მე-16, მე-17, მე-18) მოწვევის დეპუტატი.

ჰაიმ რამონი
ივრ. חיים רמון
ჰაიმ რამონი ივრ. חיים רמון
ისრაელის დროშა ისრაელის იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2006 – 2006
წინამორბედიციპი ლივნი
მემკვიდრემეილ შიტრიტი

ისრაელის დროშა ისრაელის 26-ე შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ივლისი, 2000 – 7 მარტი, 2001
წინამორბედინათან შარანსკი
მემკვიდრეელი იშაი

ისრაელის დროშა ისრაელის 23-ე შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი, 1995 – 18 ივნისი, 1996
წინამორბედიეჰუდ ბარაკი
მემკვიდრეელიაჰუ სვისა

ისრაელის დროშა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1992 – 1994
წინამორბედიეჰუდ ოლმერტი
მემკვიდრეიცხაკ რაბინი

ქნესეთის მე-11, მე- 12 , მე-13,მე- 14,მე- 15, მე-16, მე-17, მე-18 მოწვევების დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ივლისი 2000 – 7 მარტი 2001
წინამორბედინათან შარანსკი
მემკვიდრეელი იშაი

დაბადებული10 აპრილი 1950 (71 წლის)
იაფა, ისრაელი
პოლიტიკური პარტიაავოდა
მეუღლევერედ რამონ-რივლინი
განათლებათელ-ავივის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰაიმ რამონი დაიბადა იაფაში 1950 წელს. მისი მამა მეჟერიჩედან იყო (ახლანდელი უკრაინის რივნოს ოლქი). რამონი განათლებით იურისტია. თელ-ავივის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.  მსახურობდა ისრაელის საჰაერო ძალებში. გახლდათ კაპიტანი თადარიგში.

ჰაიმ რამონმა საზოგადოებრივი საქმიანობა დაიწყო ისრაელის მშრომელთა პარტიის "ახალგაზრდა ცვლაში". ის ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას 1981 წელს.

1983 წელს იგი ლეიბორისტული პარტიიდან აირჩიეს მე -10 მოწვევის ქნესეთში. იცხაკ რაბინის მთავრობაში იგი დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად მე -13 მოწვევის ქნესეთში.[1]

1994 წელს მან თანამდებობა დატოვა, რათა მონაწილეობა მიეღო „ჰისტადრუტის“ ეროვნული პროფკავშირის კონფედერაციის ხელმძღვანელის არჩევნებში. შედეგად,  მან გამარჯვება მოიპოვა.

1995 წლის ნოემბერში, იცხაკ  რაბინის მკვლელობის შემდეგ, ჰაიმ რამონი გადადგა „ჰისტადრუტის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან და შიმონ პერესის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

1999 წლის არჩევნების შემდეგ, ის იყო იერუსალიმის საქმეთა მინისტრი პრემიერ მინისტრის კაბინეტში. ამის შემდეგ იგი დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად და დაიწყო მთელი რიგი რეფორმები მის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებაში. ისრაელის პოლიტიკოსების უმეტესობისგან განსხვავებით, რამონი არ ახდენს  საკუთარი  პოლიტიკური შეხედულებების აფიშირებას.

2001 წელს ის იყო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ეროვნული ერთობის მთავრობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა არიელ შარონი. პარლამენტში მუშაობის დროს მე -16  მოწვევის ქნესეთში  იგი იყო ამავე კომისიის წევრი.  შარონის მმართველობის მეორე ვადის განმავლობაში რამონმა დაიკავა უპორტფელო მინისტრის პოსტი. 2005 წლის ნოემბრის ბოლოს მან დატოვა ლეიბორისტული პარტია და შეუერთდა პარტია კადიმას.

2006 წლის 4 მაისს, ოლმერტის მთავრობაში, მან მიიღო იუსტიციის მინისტრის პორტფელი. იმავე წლის აგვისტოში მან დატოვა მინისტრის პოსტი "რამონის საქმესთან" დაკავშირებით, თუმცა  კვლავ ქნესეთის წევრი იყო.[2]

რამონის საქმე

რედაქტირება

2006 წლის აგვისტოში ხაიმ რამონი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა „უხამსი ქმედებისათვის“ ქალი ოფიცრის წინააღმდეგ, რომელიც მსახურობდა მთავრობის მეთაურის კაბინეტში.

სასამართლო პროცესის გამო რამონი იძულებული გახდა დაეტოვებინა იუსტიციის მინისტრის პოსტი.[3][4]

2007 წლის 31 იანვარს, თელ- ავივის უმაღლესმა სასამართლომ რამონი დამნაშავედ ცნო უხამსი ქმედებისათვის. 2007 წლის 29 მარტს, სასამართლომ რამონს მიუსაჯა 120 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაო და დაავალა კომპენსაციის გადახდა მსხვერპლისთვის 15 ათასი შეკელის ოდენობით (დაახლოებით 4 ათასი აშშ დოლარი).სასამართლომ ასევე გაითვალისწინა რამონის 25 წლიანი ღვაწლი, შეუბღალავი რეპუტაცია  და  დაადგინა, რომ რამონის არასწორი საქციელი არ ტოვებს მორალურ ლაქას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია დარჩეს ქნესეთის წევრად და დაიკავოს მინისტრის პოსტი მთავრობაში.[5][6]

რამონის საქმეს ისრაელის არაერთი ადვოკატის მხრიდან სასამართლო სისტემის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოლმერტის მთავრობაში იუსტიციის მინისტრი, პროფესორი დანიელ ფრიდმანი ამტკიცებდა, რომ საქმე შეთითხნილი იყო რამონის იუსტიციის მინისტრის პოსტიდან მოხსნის მიზნით. ისრაელის იუსტიციის მინისტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსამართლეთა დანიშვნაში. 2006 წლის 7 სექტემბერს, რამონის გადადგომისთანავე, დორიტ ბეინიში აირჩიეს ისრაელის უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტად.

2020 წლის ივლისში რამონი დაინიშნა Vonetize-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ, კომპანია, რომელიც ახორციელებს კანაფის კომერციალიზაციას სამედიცინო და რეკრეაციული მიზნებისთვის.[7]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

რამონი დაქორწინებულია ვერედა რამონა რივლინაზე, ყოველთვიური ჟურნალის Lady Globes მთავარ რედაქტორზე. მას ორი შვილი ჰყავს წინა ქორწინებიდან. იგი აგრეთვე გახლდათ საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ თელ ავივის“ თავმჯდომარე და თანამფლობელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Health Care System in Israel- An Historical Perspective Israeli Ministry of Foreign Affairs, 26 June 2002
  2. Haim Ramon to announce resignation from Knesset, Haaretz, 28 June 2009
  3. Accused Israeli minister to quit BBC News, 18 August 2006
  4. Justice Minister Ramon to be indicted Yedioth Ahronoth, 17 August 2006
  5. Ramon found guilty of indecent conduct Ynetnews, 31 January 2007
  6. "'Keep the Sex Offender Out'".
  7. Cannabis co Vonetize appoints Haim Ramon chairman, Globes Israel, 9 July 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰაიმ_რამონი“-დან