ჰაიდარ-ხან ამუოღლუ ტარივერდიევი (დ. 20 დეკემბერი, 1880, ურმია (რეზაიე) — გ. 15 ოქტომბერი, 1921, ფოუემენის ახლოს) — ირანის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და მუშათა მოძრაობის მოღვაწე.

ჰაიდარ ამუოღლუ

1898 წელს შევიდა რსდმპ-ში. 1900–1903 წლებში მუშაობდა ბაქოში. 1903 წელს დაბრუნდა ირანში. 1905 წელს თეირანში ჩამოაყალიბა პირველი სოციალ-დემოკრატიული წრე. ატიურად მონაწილეობდა 1905–1911 წლებში ირანის რევოლუციაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა ჯერ ერაყში, შემდეგ დასავლეთ ევროპაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ პეტროგრადში ჩავიდა. 1920 წლის ნოემბრიდან ირანის კომპარტიის ცკ-ის გენერალური მდივანი. მოკლეს ქუჩექ-ხანის დავალებით.

ლიტერატურა

რედაქტირება