ჰათ-ქჰანომ-მუ-კო-თალე-ტაის ეროვნული პარკი
ჰათ-ქჰანომ-მუ-კო-თალე-ტაის ეროვნული პარკი (ტაი. หาดขนอม-หมู่เกาะทะเลใต้)) — მშენებლობის პროცესში მყოფი ეროვნული პარკი სამხრეთ ტიალანდში. მოიცავს ნაქჰონ სი თამარათის პროვინციის ქჰანომისა და სიქონის რაიონებს და სურათ თჰანის პროვინციის დონ საკისა და კო სამუის რაიონებს.[1] პარკის სახელწოდება დაკავშირებულია მის ორ ნაწილთან. ჰათ ქჰანომი აღნიშნავს ქჰანომის რაიონის პლაჟებს, თალე ტაის არქიპელაგი კი შედგება ტაილანდის ყურის რვა კუნძულს ქჰანომსა და კო სამუის შორის.
ჰათ-ქჰანომ-მუ-კო-თალე-ტაის ეროვნული პარკი
หาดขนอม-หมู่เกาะทะเลใต้ | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ნაქჰონ სი თამარათის პროვინცია, ტაილანდი |
ქვეყანა | ტაილანდი |
უახლოესი ქალაქი | ნაქჰონ სი თამარათი |
კოორდინატები | 9°13′00″ ჩ. გ. 99°51′00″ ა. გ. / 9.21667° ჩ. გ. 99.85000° ა. გ. |
ფართობი | 739 კმ² |
დაარსდა | მშენებლობის პროცესში |
გეოგრაფია
რედაქტირებაპარკი ძირითადად ტყითაა დაფარული. აქ მდებარეობს კირქვოვანი მთები და მანგროს ტყეები. სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ქარების წყალობით მთელი წლის მანძილზე ბევრი ნალექი მოდის. პარკში ორი სეზონია: ზაფხული (თებერვალი-აპრილი) და წვიმის სეზონი (მაისი-იანვარი).[1]
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებაპირველადი ტყეები ძირითად ისეტი მცენარეებითაა დაფარული, როგორიცაა Intsia palembanica, Sandoricum koetjape და ინდური მუხა. კირქვის მთებზე chanpah და Opuntia elatior ხარობს.
პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ გარეული ღორები, მაიმუნები, ციყვები, ინდოჩინური მიწის ციყვები, ინდური მუნჯაკები, ვეფხვები, გიბონები და მალაიური დათვები. ფრინველებიდან: Spilornis cheela, Treron curvirostra, Copsychus saularis , ნიკობარის მტრედები, თოლიები და სხვ.; რეპტილიებიდან: გველები, კუები და ქამელეონები, ხოლო ამფიბიებიდან - სხვადასხვა სახეობის ბაყაყი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Hat Khanom - Mu Ko Thale Tai National Park. Department of National Parks, Wildlife and Plant Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2016. ციტირების თარიღი: 4 November 2015.