ჰათ-ნოფჰარათ-თჰარა-მუ-კო-ფი-ფის ეროვნული პარკი

ჰათ-ნოფჰარათ-თჰარა-მუ-კო-ფი-ფის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติหาดนพรัตน์ธารา-หมู่เกาะพีพี) — ეროვნული პარკი ტაილანდში, კრაბის პროვინციაში.[1] მიეკუთვნება საზღვაო ეროვნული პარკების კატეგორიას.[2] დაარსდა 1983 წელს, როგორც ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის II კატეგორიას და შეიქმნა მარჯნის რიფების დაცვის მიზნით. პარკის ფართობია 387.9 კმ². [1]

ჰათ-ნოფჰარათ-თჰარა-მუ-კო-ფი-ფის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติหาดนพรัตน์ธารา-หมู่เกาะพีพี

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა კრაბის პროვინცია, ტაილანდი
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
უახლოესი ქალაქი კრაბი
კოორდინატები 7°44′00″N 98°46′00″E / 7.7333° ჩ. გ. 98.7667° ა. გ. / 7.7333; 98.7667
ფართობი 387.9 კმ²
დაარსდა 1983
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების, ველური ბუნებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტი

ტროპიკული მუსონური ქარების გავლენით პარკში ორი სეზონია: წვიმების სეზონი, რომელიც მაისიდან დეკემბრამდე გრძელდება და ცხელი სეზონი იანვრიდან-აპრილამდე. საშუალო ტემპერატურა 17-37 °C-ს შორისაა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 2231 მმ. ყველაზე ნალექიანი თვე ივლისი, ხოლო ნაკლებად ნალექიანი - თებერვალია.[1]

ვიზიტორები

რედაქტირება

2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდში ჰათ-ნოფჰარათ-თჰარა-მუ-კო-ფი-ფის საზღვაო ეროვნულ პარკში 1 168 000 ტურისტი ეწვია, რომელთა 77% უცხოელი იყო. ეროვნული პარკების, ველური ბუნებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტის განცხადებით, შემოსავლებმა 361.91 მილიონი ტაილანდური ბატი შეადგინა.[3]

  1. 1.0 1.1 1.2 Hat Noppharat Thara - Mu Ko Phi Phi National Park. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 September 2015. ციტირების თარიღი: 18 January 2016.
  2. Braatz, Susan M. (November 1992). Conserving biological diversity: a strategy for protected areas in the Asia-Pacific region. World Bank Publications, გვ. 57–. ISBN 978-0-8213-2307-6. ციტირების თარიღი: October 1, 2011. 
  3. Wipatayotin, Apinya (19 July 2016). „Parks Department to curb tourist visits to marine sites“. Bangkok Post. ციტირების თარიღი: 19 July 2016.