ჰავირჟოვი (ჩეხ. Havířov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკაში, მორავია-სილეზიის მხარის კარვინის რაიონში. 2007 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 82 768 ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით რეგიონის უდიდესი ქალაქია. ამავე დროს, იგი ქვეყნის უდიდესი ქალაქია, სადაც არაა უნივერსიტეტი. ჰავირჟოვი გაშენებულია ისტორიულ ტეშინის სილეზიის რეგიონში.

ქალაქი
ჰავირჟოვი
Havířov
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|მხარე მორავია-სილეზია
შიდა დაყოფა Bludovice[1] , Dolní Datyně[1] , Dolní Suchá[1] , Město[1] , Podlesí[1] , Prostřední Suchá[1] , Šumbark[1] და Životice[1]
კოორდინატები 49°46′59″ ჩ. გ. 18°25′22″ ა. გ. / 49.78306° ჩ. გ. 18.42278° ა. გ. / 49.78306; 18.42278
მმართველი Josef Bělica
დაარსდა 1955
პირველი ხსენება 1955
ფართობი 32,07 კმ²
ცენტრის სიმაღლე 260
მოსახლეობა 82 768 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 2 600 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 736 01
საავტომობილო კოდი KA
ოფიციალური საიტი havirov-city.cz
ჰავირჟოვი — ჩეხეთის რესპუბლიკა
ჰავირჟოვი

ჰავირჟოვი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა (და ჩეხეთის ყველაზე ახალგაზრდა ქალაქია), როგორც ქვანახშირის მომპოვებელი დასახლება. ქალაქის სტატუსი ოფიციალურად 1955 წელს მიიღო. იგი გაშენდა რამდენიმე სოფლის თავზე, რომელთა მოსახლეობასაც ძირითადად პოლონელები შეადგენდნენ. ადგილობრივებს ახლად აშენებულ ქალაქში ბინები გადაეცათ, მათი ძველი სახლები კი დანგრეულ იქნა. ჰავირჟოვის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩეხოსლოვაკიის დანარჩენი ნაწილებიდან გადმოსახლდა, განსაკუთრებით სლოვაკეთიდან, როგორც მიგრანტი მუშები, შესაბამისად, თანდათან შეიცვალა არეალის ეთნიკური შემადგენლობა. დღეისათვის, თავდაპირველი ძველი სოფლები ადმინისტრაციულად ქალაქს მიეკუთვნება და ძირითადად მის გარეუბნებშია მოქცეული.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება