ჰავანის კონფერენცია
ჰავანის 1946 წლის კონფერენცია — აშშ-ის მაფიისა და კოზა ნოსტრას ლიდერების ისტორიული შეხვედრა კუბის დედაქალაქ ჰავანაში. იგი სავარაუდოდ ლაკი ლუჩიანოს მიერ იყო ორგანიზებული და განიხილავდა კრიმინალური დაჯგუფებების პოლიტიკას, მართვასა და ბიზნეს-ინტერესებს. კონფერენციას ესწრებოდა კრიმინალურ ოჯახთა დელეგაციები მთელი აშშ-დან. მიმდინარეობდა ერთი კვირის განმავლობაში, 1946 წლის 22 დეკემბრიდან, ჰავანის სასტუმრო ნასიონალში. ჰავანის კონფერენცია ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს კრიმინალურ სამიტად მიიჩნევა 1929 წლის ატლანტიკ-სიტის კონფერენციის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- CrimeMagazine: Havana Conference – 1946 by Allan May