ჯუ დე
ჯუ დე (ჩინ.: 朱德; დ. 6 ნოემბერი, 1886, ილუნის მაზრა, სიჩუანის პროვინცია — გ. 6 ივლისი, 1976, პეკინი) — ჩინეთის სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი ქ. კუნმინში. 1909 შევიდა ტუნმენხოის რევოლუციურ ორგანიზაციაში. 1922-1925 სწავლობდა გერმანიაში, 1922 იქვე შევიდა ჩინურ კომპარტიაში (ჩკპ). ნანჩანია აჯანყების (1927) ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. 1930-იდან ჩინეთის კპ ცკ-წევრობის კანდიდატი. 1931-იდან ჩინეთის არმიის მთავარსარდალი, 1934-იდან ჩინეთის კპ ცკ-ის და ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი; 1934-1936 ჩრდილო-დასავლეთის ლაშქრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1937-იდან მეთაურობდა VIII არმიას. 1945-1956 ჩინეთის კპ ცკ-ის მდივანი. 1945-1954 ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის მთავარსარდალი. 1949-1954 ჩინეთის სრ ცენტრალური სახალხო მთავრობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1954-1959 ჩინეთის სრ თავმჯდომარის მოადგილე, 1955-1965 ჩინეთის სრ მარშალი (1965-იდან ჩინეთის სრესპუბლიკაში სამხედრო წოდებები გააუქმეს). 1956-1966 ჩინეთის კპ ცკ-ის თავმჯდომარის მოადგილე. 1956-1969 და 1973-იდან ჩინეთის კპ ცკ-ის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 578.