ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯულია გარნერი (ინგლ. Julia Garner; დ. 1 თებერვალი, 1994)[1]ამერიკელი მსახიობი. ცნობილია რუთ ლენგმორის როლით Netflix-ის კრიმინალურ დრამატულ ტელესერიალში, „ოზარკი“, რისთვისაც მიიღო უმაღლესი შეფასებები კრიტიკოსებისაგან და გადაეცა პრაიმტაიმის ემი ჯილდო დრამატულ ტელესერიალში შესრულებული მეორეხარისხოვანი ქალის როლისთვის.

ჯულია გარნერი

გარნერი 2020 წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1994 (1994-02-01) (30 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2010-დღემდე

გარნერს სხვა სერიალებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა: „FX“-ს დრამატული სერიალი „ამერიკელები“ (2015-დღემდე), ნეთფლიქსის შავი კომედიური-დრამატული მინი სერიალი „მანიაკი“ (2018), და „ბრავოს“ კრიმინალური სერიალი „მატყუარა ჯონი“ (2018-2019).

გარნერი გადაღებულია შემდეგ ფილმებში: „მართა, მარსი, მეი, მარლენი“ (2011), „მარტოსულობის უპირატესობანი“ (2012), „ცოდვების ქალაქი 2“ (2014). მთავარი როლები ითამაშა რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „ელექტრონული ბავშვები“ (2012), „ჩვენ ვართ ის რაც ვართ“ (2013), „ბებია“ (2015), „წითელი პამიდორი“ (2017) და „ასისტენტი“ (2019).

  1. Shattuck, Kathryn (March 1, 2013). „Already a Cinema Veteran at 19“. The New York Times.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯულია_გარნერი“-დან