ჯუზეპე ჯუსტი (დ. 13 მაისი. 1809, მონსუმანო — გ. 31 მარტი. 1850, ფლორენცია) — იტალიელი პოეტი. სახელი გაითქვა სატირული ხასიათის პოლიტიკური ლექსებით, რომელთა შორის გამოირჩევა „ორთქლის გილიოტინა” (1833), „რისხვის დღე” (1835), „ჩექმა” (1836), „კონტრაქტი” (1841) და სხვები. ჯუზეპეს ეკუთვნის აგრეთვე სამიჯნურო ლირიკული ლექსები; მანვე შეადგინა ტოსკანური ანდაზების კრებული (1855).

ჯუზეპე ჯუსტი
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1809(1809-05-13)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი მონსუმანო-ტერმე[7] [7]
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 1850(1850-03-31)[8] [5] [3] [4] [7] [7] (40 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფლორენცია[7] [7]
საქმიანობა პოეტი[7] [9] და მწერალი[10]
ენა იტალიური ენა
მოქალაქეობა  იტალია

ლიტერატურა

რედაქტირება